თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ომისგან ქვეყანა სწორედ მისმა პარტიამ, AK Parti-მ იხსნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერდოღანი პირველი ლიდერი არ არის, რომელიც წინასაარჩევნოდ ამ ცნობილ ნარატივს ებღაუჭება.

  • აქამდე, მსგავს განცხადებებს ავრცელებდა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ არჩევნებში აქამდე უპრეცედენტო ხმების რაოდენობა აიღო, ხოლო მსოფლიო რეიტინგებში უნგრეთი დემოკრატიიდან ავტოკრატიის მქონე ქვეყნად ჩამოქვეითდა.
  • "აბა ომი გინდათ", "აშშ-ს და ევროპას საქართველოს ომში ჩართვა სურს" ქართული ოცნების ცენტრალური ნარატივიცაა, რითაც საკუთარ თავს მშვიდობის, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ომის პარტიებად რიცხავენ.

დეტალები: ერდოღანმა, რომლის რეიტინგი ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად საგრძნობლად შეირყა, გამარჯვების შემთხვევაში, მოქმედების სამი ძირითადი ხაზი დაანონსა.

  • ომებში არ მონაწილეობა, ოჯახის ინსტიტუტის დაცვა და სირიიდან მიგრაციის ნაკადის აღკვეთა თურქეთის პრეზიდენტის მთავარი სამოქმედო გეგმა იქნება.
  • ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებს სურდათ თურქეთის ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ამას AK Parti-მა ხელი შეუშალა.