თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: თბილისი — ციურიხი" ტარდება
თიბისის მხარდაჭერით კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: თბილისი — ციურიხი" ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩვენება შედგება, რომელსაც მოწვეული შვეიცარიელი არქიტექტორები გაუძღვებიან და აუდიტორიას კულტურული წარმატების ისტორიის კრიტიკულ ასპექტებს გააცნობენ. შეხვედრა სალექციო ფორმატში ჩატარდება, რომელიც ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას მოიცავს.
კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი "ხიდი: თბილისი — ციურიხი" მოიაზრებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა, ახლა კი სარკისებრი პრინციპით თბილისში, შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.
1-10 აპრილის პერიოდში ფესტივალი ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ფესტივალი 1 აპრილს ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით აუდიო ვიზუალურ მუზეუმში, HOLOSEUM-ში გაიხსნება.
"თიბისი კონცეპტისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობდეთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარია", — ამბობს სოფო კიკვაძე, თიბისი კონცეპტის მარკეტერი.
თიბისი კონცეპტი მუდამ მზადაა კულტურულ ფესტივალებს უმასპინძლოს და ქართულ აუდიტორიას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ხელოვნების მიმართულებით არაერთი საინტერესო სიახლე გააცნოს.
"ხიდი: თბილისი — ციურიხი"
4 აპრილი, 2023 |18:00.
მისამართი: თიბისი კონცეპტი | კ. მარჯანიშვილის ქ. 7, მე-4 სართული.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: conceptevents.ge
ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://www.zuerich-tbilissi.ch/ka/programm
https://www.facebook.com/Br%C3%BCcke-Z%C3%BCrich-Tbilissi-105806515159641
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები