TI ამბობს, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის ცნობით, ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული და პრორუსული ხალხის ძალის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს ელექტრო მონტაჟ სერვისი სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.
- მათივე თქმით, ალეკო ხვისტანი მმართველი პარტიის შემწირველი და ელექტრო მონტაჟ სერვისის დირექტორია, 50% მეწილე მაია ჭელიძეა, ხოლო ხვისტანების ოჯახი კომპანიას 2015 წლიდან ფლობს.
- ელექტრო მონტაჟ სერვისმა 2011 წლიდან დღემდე ელექტრონული ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან 34,655,073 ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
- აქედან 6,549,941 ლარის ღირებულების 6 ტენდერში კომპანიამ მას შემდეგ გაიმარჯვა, რაც ალეკო ხვისტანი კომპანიის წილის მფლობელი გახდა, შემდგომში მან ეს წილი ცოლს დაუთმო, თავად კი დირექტორი გახდა.
- TI-ის ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ, კომპანია საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს.
- "მართალია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული არც საიდუმლო ტენდერის საბოლოო ღირებულება და არც ხელშეკრულება, თუმცა ელექტრო მონტაჟ სერვისს მომსახურების ღირებულებად ჯამში 13,077,076 ლარი აქვს შეთავაზებული", — წერს ორგანიზაცია.
დეტალები: TI-ის ცნობით, კომპანიაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების გამოჩენის შემდეგ ელექტრო მონტაჟ სერვისმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა.
- "აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის შვილი ოთარ ჯაფარიძე, ჩვენი ინფორმაციით, 2022 წლის მაისამდე სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში დასაქმდა, ამჟამად კი კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს", — ამბობს ორგანიზაცია.
- ამბობენ, რომ კომპანიამ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ორ საიდუმლო შესყიდვაში გაიმარჯვა, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ ჩანს ამ ორი ტენდერის ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება, თუმცა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფასი 2,017,789 ლარი იყო.
- მათივე ცნობით, 2017-2019 წლებში ელექტრო მონტაჟ სერვისმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 საიდუმლო შესყიდვაში.
- ხუთიდან სამ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია, ორჯერ კი კონკურენტთან შედარებით დაბალი თანხა შესთავაზა, ჯამურად შეთავაზებული ფასების მოცულობამ 11,059,287 ლარი შეადგინა.
- "სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ხუთივე ტენდერის სტატუსი შეჩერებულია ეტაპზე: "წინადადებების მიღება დასრულებულია" და აღარ იკითხება შემდგომი პროცედურები. შესაბამისად უცნობია, საბოლოოდ მიიღო თუ არა ხელშეკრულებები კომპანიამ, თუმცა სავარაუდოა, რომ ხუთივე შემთხვევაში სამუშაოები ელექტრო მონტაჟ სერვისმა შეასრულა", — წერს TI.
პოლიტიკური შემოწირულებები: ორგანიზაციის თქმით, ალეკო ხვისტანი და ელექტრო სერვის მოტაჟის 50% წილის მფლობელი ბონდო ომიანიძე მსხვილი პოლიტიკური შემწირველიც არიან, მათ ჯამში 230,000 ლარის შეწირულება აქვთ გაღებული.
- ალეკო ხვისტანმა 2014-2020 წლებში, პარტიას ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჯამში 110,000 ლარი შესწირა.
- ბონდო ომიანიძემ 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი, 2020 წელს კი პარტია ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.
დასკვნა და რეკომენდაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, ელექტრო სერვის მონტაჟის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში კითხვის ნიშნებს აჩენს.
- "მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ელექტრო მონტაჟ სერვისის მონაწილეობა შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს", — წერს TI.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები