სალომე სამადაშვილი

29 Mar. 2023, 19:29

ჩვენი პოზიცია, ლელოს პოზიცია, არის ცხადი. დღეს ჩვენი საზოგადოების დაკვეთა არის პირდაპირ, რასაც იმპერატიულად ითხოვს ხალხი — ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი წინადადება არის, რომ შევქმნათ კოორდინაციის საბჭო. იქნება ეს არასამთავრობოებისგან ძირითადად და ასევე პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც არის ევროპული დღის წესრიგით დაკავებული. შევქმნათ კონკრეტული მოთხოვნებისა და კონკრეტული წნეხის მექანიზმები, ხელისუფლებაზე სწორედ ამ მოთხოვნების მიზნით. ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ ყველას და მზად ვართ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ასეთი საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად და მათ შორის, ჩვენი აზრით, ამ საბჭოსთან უნდა ითანამშრომლოს, საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგი არის ამ კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ჩვენ სიცხადე უნდა შევქმნათ, რას ველოდებით ხელისუფლებისგან, რას არ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შოთა არველაძე: არა ამ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს მთავარ მიზანს

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი…