ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დიდი არჩევანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში — GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლას, კამპუსებით ბარსელონაში, მადრიდსა და მალტაზე, განსაკუთრებული აქცენტი აქვს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ინკლუზიურ სასწავლო გარემოსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე დისტანციურ სწავლებას სრულად გამართული ელექტრონული სისტემით.

მსოფლიო დონის ციფრული რეპუტაცია აისახება მათ პარტნიორობაში Microsoft-თან. ერთ-ერთი პირველი ბიზნეს სკოლაა ევროპაში, რომელმაც მიაღწია აღიარებას, როგორც Microsoft Showcase School, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი სრულად ჩართულია ციფრულ ტრანსფორმაციაში.

განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

ფოტო: LEAF

შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:

  • მეწარმეობა
  • ციფრული მარკეტინგი
  • მოდა და ბიზნესი
  • ფინანსები
  • სპორტის მენეჯმენტი
  • მენეჯმენტი (ზოგადი)
  • ბიზნესის მენეჯმენტი
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • ტურიზმი და სასტუმრო მენეჯმენტი
  • ელექტრონული კომერცია
  • ფინანსური მენეჯმენტი, ციფრული ბანკინგი და ინტერნეტ ფინანსები
  • ოპერაციები და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • ციფრული ბიზნესი და ინოვაცია
  • ადამიანური რესურსები
  • ბლოკჩეინის მენეჯმენტი

GBSB ლიდერია ციფრულ განათლებაში. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზეა. რეიტინგში ის მსოფლიოს 150 საუკეთესო და ესპანეთის 10 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იკავებს ადგილს.

GBSB Global Business School-ს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა VIC-ის —კატალონიის ცენტრალურ უნივერსიტეტთან. ეს პარტნიორობა საშუალებას აძლევს მათ სტუდენტებს მიიღონ ორმაგი ხარისხი და ასევე მიიღონ მონაწილეობა საზღვარგარეთ სწავლასა და გაცვლით პროგრამებში.

განათლების ცენტრი LEAF, GBSB უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს.

გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში.

რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/

განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute - TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University.

LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.