გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პოლიციას ელექტრონულად მიმართა და 2 დღის შემდეგ ჩანაწერის მიწოდება სთხოვეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ანანია გაჩეჩილაძემ ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანანია გაჩეჩილაძემ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- 25 მარტს გადაცემა შაბათის ფორმულამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც გაჩეჩილაძისა და რამიშვილის საუბარი ისმის.
- ჩანაწერში ისმის სექსუალური შინაარსის კითხვები — "რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო... ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?"
- "არ გიყვარს როცა მამაშვილურად გეფერებიან?", — ისმის კიდევ ერთ ნაწყვეტში რამიშვილის ხმა, შაბათის ფორმულას წამყვანებმა თქვეს, რომ ამ დროს ის გაჩეჩილაძეს უახლოვდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
- ისმის რამიშვილის კიდევ რამდენიმე ფრაზა: "*ლეობაა ეგ, არ არსებობს შვილო ლაპარაკი ქალს და კაცს შორის, არ არსებობს. ამ ბიზნესში ხარ, ხომ იცი, რომ ეგ *ლე ბაზარია"; "ნებისმიერი პირველი ღიმილი ნიშნავს კის, მომ**ანი".
დეტალები: ანანია გაჩეჩილაძის თქმით, პოლიციიდან მიმართვიდან 2 დღის შემდეგ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
- "პოლიციიდან დამიკავშირდნენ ორშაბათს, საღამოს საათებში, მას შემდეგ, რაც 2 დღით ადრე მიმართული მქონდა ელექტრონულად და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვაპელირებდი მათი მხრიდან უკონტაქტობაზე".
- აცხადებს, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ და სრული ჩანაწერის მიწოდება სთხოვეს.
- მისივე თქმით, მას სახალხო დამცველის აპარატიდანაც დაუკავშირდნენ.
- "დამიკავშირდნენ ასევე სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და დამისვეს შეკითხვა, თუ რით შეუძლიათ დამეხმარონ";
- "ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ მსურს, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლოს ეს საქმე და დაადგინოს, მოხდა თუ არა შალვა რამიშვილის მხრიდან ჩემი სექსუალური შევიწროება", — თქვა ანანია გაჩეჩილაძემ.
შალვა რამიშვილი 2016 წელს თათია სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და დავაც მოუგო.
- 2018 წლის 3 იანვარს მას სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.
- 2023 წლის 20 მარტს თათია სამხარაძე POSTV-ის დაწყებულ პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა და ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა.
- ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი, ვისაც მსგავსი რამ გადახდა, თვითონ იყო და რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.
- ჯაბუას პოსტის შემდეგ 7-მა ქალმა ფეისბუქზე დაწერა, რომ რამიშვილთან კომუნიკაციის არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდათ, გასაუბრებაზე იღებდნენ სექსუალური შინაარსის კითხვებს და განიცდიდნენ დისკომფორტს.
- თავად რამიშვილმა ეს ბრალდებები უარყო.
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
კომენტარები