ცოტა ხნის წინ Hulu-მ კარდაშიანების მე-3 სეზონის ახალი ტრეილერი გამოუშვა. მართალია, ტრეილერი ძალიან მოკლეა, თუმცა მაყურებლებს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა.

ახალ ტრეილერში კარდაშიანები ერთგულებისა და ტყუილის შესახებ საუბრობენ და ახსენებენ იმასაც, თუ რას აკეთებენ თავიანთი "ძალაუფლებითა" და "გავლენით". ტრეილერში სხვადასხვა კადრს ვხედავთ, რაც კარდაშიანების კიდევ ერთ საინტერესო სეზონს გვპირდება.

"ყველას საკუთარი სიმართლე აქვს კონკრეტული ფაქტის შესახებ, თუ როგორ ფიქრობს, რა მოხდა. მოდით, ამაზე ვისაუბროთ", — ამბობს კიმ კარდაშიანი ახალ ტრეილერში. ქლოი კარდაშიანი კი გვპირდება, რომ ეს მშვიდი სეზონი სულად არ იქნება.

კარდაშიანების მე-3 სეზონის პრემიერა 25 მაისს შედგება.