სალომე ზურაბიშვილი

27 Mar. 2023, 18:09

შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა. კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლება. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა გგონიათ, მათ შორის ქალები. 

ასეთია არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად, ასევე მორალურად. 

რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკური ძალადობით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. 

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, ფიზიკურს თუ სიტყვიერს ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი.

ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციასთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ამას შეუძლია მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს. ქვეყანას — რომელსაც იცნობენ, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…