"ეს პროტესტი განსხვავებული იყო იმით, რომ მასში მეტი იუმორი იყო", — ამბობს 21 წლის ანასტასია ფირცხალაიშვილი.

ფირცხალაიშვილი იმ ათასობით ახალგაზრდას შორისაა, რომლებიც მარტის დასაწყისში ქუჩაში გამოვიდა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა მსგავსი ახალგაზრდების ფოტოები, რომლებიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ დგანან, მყვინთავების ნიღბები უკეთიათ, სახეზე კი წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზისგან დასაცავად შარფები აქვთ და სპეცრაზმს ცეკვით ეგებებიან.

21 წლის ანასტასია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა პოლიტიკური აქტიურობის გარეშე.

21 წლის ანასტასია ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა პოლიტიკური აქტიურობის გარეშე.

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად პროტესტის მხიარული ფორმებისა, ახალგაზრდები სერიოზულ გზავნილს აგზავნიდნენ.

"სირენების ფონზე ცეკვა ასევე იმის დემონსტრირება იყო, რომ ჩვენ არ გვეშინია და შეგვიძლია შიშის დაძლევა".


9 მარტს, დილით ხალხი იმ სირენების ხმაზე ცეკვავს, რომელიც მიზნად მათ დაშლას ისახავდა. Mariam Nikuradze/OC Media.

ფირცხალაიშვილი 7 მარტს, პარლამენტის წინ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში იდგა. მიუხედავად ამისა, ვერც ცრემლსადენ გაზს გადაურჩა და ვერც დაკავებას.

"ორჯერ დაარბიეს ხალხი და ორივეჯერ დავბრუნდით პარლამენტის წინ, მაგრამ იმდენი გაზი გამოუშვეს, რომ ყელი საშინლად დამეწვა", — იხსენებს ის. "ვიდექი მშვიდობიანი დემონსტრაციის მხარეს და სხვებთან ერთად ვყვიროდი, როდესაც ორი პოლიციელი უკან მომეპარა და ჩემს ორ მეგობართან ერთად დამაკავა".

ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენა მოულოდნელად დაჩქარდა.

ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ კანონპროექტების პირველი მოსმენა მოულოდნელად დაჩქარდა.

ფოტო: Shota Kincha/OC Media

მისი თქმით, ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცავების შეურაცხყოფაში ედება. მიუხედავად იმისა, რომ მალევე გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი გრძელდება.

დაკავების მიუხედავად, ფირცხალაიშვილი საპროტესტო აქციაზე მეორე დღესაც დაბრუნდა.

"საქართველოს ადგილი ევროპაშია"

უცხოელი აგენტების კანონპროექტები, რომლებსაც მმართველი პარტია, ქართული ოცნება მხარს უჭერდა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და მედია ორგანიზაციებს მიემართებოდა. კანონის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ, ვალდებულნი გახდებოდნენ უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირებულიყვნენ და მთავრობის მონიტორინგს დაექვემდებარებოდნენ. კანონპროექტები 2012 წელს, რუსეთში მიღებული კანონის მსგავსი იყო, რომელიც შემდეგში სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად გამოიყენეს.

"როდესაც [ათიათასობით] ადამიანი ეუბნება ხელისუფლებას, რომ კანონი არ უნდა მიიღონ, არ უნდა მიიღონ", — განუცხადა OC Media-ს 22 წლის ნიკოლოზ არობელიძემ.

არობელიძე საპროტესტო აქციაზე 8 მარტს მივიდა და მას შემდეგ, რაც წინა ღამით სპეცრაზმის მიერ დემონსტრაციის ჩახშობას უყურა. ხვდებოდა, რომ შესაძლებელი იყო, თავადაც დაშავებულიყო.

22 წლის ნიკოლოზ არობელიძე ამბობს, რომ აქციაზე ყველა ცდილობდა ერთმანეთის დახმარებას.

22 წლის ნიკოლოზ არობელიძე ამბობს, რომ აქციაზე ყველა ცდილობდა ერთმანეთის დახმარებას.

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

"პარლამენტის წინ ვიდექი, როცა ქაოსური ხმები მომესმა. ხალხი ყვიროდა: "გაიქეცი, მიშველე, ისვრიან". მახსოვს, რაღაც მომენტში ხალხმა გაქცევა დაიწყო", — იხსენებს ნიკოლოზი.

"მანამდე რამდენიმე წამით მეგონა, რომ მე და ჩემს მეგობრებს ცუდი არაფერი დაგვემართებოდა, რადგან მშვიდად ვიდექით, მაგრამ უცებ დავინახე, რომ ცრემლსადენი გაზი გვესროლეს, რომელმაც სახე, თვალები, ცხვირი და ყელი საშინლად დამწვა. მივხვდი, რომ ნაკლები უნდა მესუნთქა, მაგრამ პანიკის გამო სუნთქვა გახშირდა", — იხსენებს ის და დასძენს, რომ ხველა რამდენიმე დღე არ წყდებოდა.

მომიტინგეები პარლამენტის წინ ცრემლსადენ გაზს გაურბიან.

მომიტინგეები პარლამენტის წინ ცრემლსადენ გაზს გაურბიან.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მიუხედავად ცრემლსადენი გაზის მასიური გამოყენებისა, დილით ადრე მომიტინგეები აქციაზე დაბრუნდნენ.

მიუხედავად ცრემლსადენი გაზის მასიური გამოყენებისა, დილით ადრე მომიტინგეები აქციაზე დაბრუნდნენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media.

არობელიძემ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, თქვა, რომ მისნაირი ახალგაზრდებისთვის საპროტესტო აქციები უფრო მეტი იყო, ვიდრე კონკრეტული კანონი — სასწორზე იყო ქვეყნის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი და მისი ადგილი ევროპაში.

"ჩვენ იქ ვიდექით და ვუთხარით მთავრობას, რომ გვსურს ნათელი მომავალი, სადაც არ უნდა გვეშინოდეს, რომ რუსები მოვიდნენ და ქვეყანას წაგვართმევენ, რომ მათი ტანკები შემოვლენ", — თქვა მან. "ყველა თვლის, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია".

საპროტესტო აქციების დროს ევროკავშირის დროშებს ყველგან შეხვდებოდნენ.

საპროტესტო აქციების დროს ევროკავშირის დროშებს ყველგან შეხვდებოდნენ.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა 8 მარტის დემონსტრაციის დაშლა და მომიტინგეების პარლამენტიდან განდევნა სცადა, მომიტინგეებმა ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს თავი ქაშუეთის ეკლესიაში შეაფარეს.

მათ შორის იყო 23 წლის გვანცა სეთურიძე, რომელიც საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან პარლამენტის წინ იდგა.

გვანცა ამბობს, რომ 7-8 მარტის დემონსტრაციებს განსაკუთრებული მუხტი ახასიათებდა, რადგან ახალი თაობის ხმა გაისმა.

23 წლის გვანცა სეთურიძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუკვირდა ყველას საპროტესტო აქციებზე ჯენზის აქტიურობა. "ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი მაგრები იყვნენ."

23 წლის გვანცა სეთურიძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ გაუკვირდა ყველას საპროტესტო აქციებზე ჯენზის აქტიურობა. "ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი მაგრები იყვნენ."

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

გვანცა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თვალის საწმენდ საშუალებებს, წყალს და სახის ნიღბებს ურიგებდნენ, ზოგი კი თავშესაფრის პოვნაში ეხმარებოდა.

მისი თქმით, ეს იყო "ძალიან რთული პერიოდი", მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ახალგაზრდებმა რაღაცნაირად შეამსუბუქეს ყველაფერი".

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ 17 წლის სალომე კენჭიაშვილი წყლის ჭავლს თავს არიდებს. მოგვიანებით კენჭიაშვილი სპეცრაზმმა წაიყვანა, როცა ყვიროდა: "რატომ აკავებთ არასრულწლოვანს?"

"ჯენზის პროტესტი განსხვავებულია. მიტინგზე დავინახე ბავშვები, რომლებიც პოლიციელს მარილიან ჩხირებს უწოდებდნენ და ეკითხებოდნენ: "გინდა?" პოლიციელმა [უპასუხა]: "არ იფიქრო, რომ უარს ვიტყვი" და გამოართვა", — იხსენებს იგი.

ახალგაზრდა ქალი სპეცრაზმის წინ გულის ჟესტს აკეთებს.

ახალგაზრდა ქალი სპეცრაზმის წინ გულის ჟესტს აკეთებს.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media.

რუსთაველის გამზირზე, იმპროვიზებული ბარიკადის თავზე კაცი დგას.

რუსთაველის გამზირზე, იმპროვიზებული ბარიკადის თავზე კაცი დგას.

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media

ახალგაზრდები, ვისაც OC Media ესაუბრა, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი საპროტესტო აქციებზე ყველა თაობის ადამიანებთან ერთად იდგნენ. გამონაკლისი არც უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის პროექტის წინააღმდეგ გამართული აქციები იყო. თუმცა, ამ დემონსტრაციაზე განსაკუთრებით ხმამაღლა ჯენზისა და მილენიალების ხმები ისმოდა.

"სლეი თაობა, უხეირო მთავრობა"

საპროტესტო აქციები სავსე იყო სარკასტული და სატირული პლაკატებით, რომელთა სურათებიც ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა. "შენ არ შეგიძლია დატროლო Gen Z", "გამარჯობა, 112-ია? 78-მა ადამიანმა რაღაცა ღილაკს დავაჭირეთ და ახლა სუ ყველას დედა გვაქვს მოტ**ული" (მითითება დეპუტატებზე, რომლებმაც კანონს ხმა მისცეს), "სირენების და კვამლის გამო კლუბებში დავდივართ, ნაბიჭვრებო!", "გაზით ვერ მომწამლავთ, ჩემი ყოფილი უფრო ტოქსიკური იყო" — სია აქ არ სრულდება.

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს აბრა წარწერით: "აგენტი მამაშენია".

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეს ხელში უჭირავს აბრა წარწერით: "აგენტი მამაშენია".

ფოტო: Mariam Nikuradze/OC Media.

ფოტო: Photo: Tata Shoshiashvili/OC Media.

ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა ერთი პლაკატი, რომელზეც ეწერა: "სლეი თაობას უხეირო მთავრობა ვერ მოგვატყუებს". მისი ავტორი, 23 წლის მარიამ კერესელიძე OC Media-ს უყვება, რომ თავდაპირველად აქციაზე პლაკატის ჩვენებას ერიდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მისი გატანა გადაწყვიტა.

მარიამ კერესელიძის პლაკატი აქციაზე.

მარიამ კერესელიძის პლაკატი აქციაზე.

ფოტო: Tata Shoshiashvili/OC Media

"პროფესიით კონტენტ მენეჯერი ვარ და ყოველდღიურად ვმუშაობ ტექსტებთან. მოულოდნელად ეს შეტყობინება მომივიდა თავში. ბევრმა ნახა ჩემი პლაკატი, გაიღიმა და კომპლიმენტი მითხრა, რამაც გამახარა. ზოგს არ ესმოდა, რას ნიშნავს slay ან lame და როცა ვუხსნიდი იცინოდნენ", — იხსენებს კერესელიძე.

"მიტინგზე იმიტომ წავედი, რომ მჯერა — პატარა ნაბიჯებით დიდი გამარჯვება მიიღწევა", — ამბობს ის.

"ამ კანონის დამტკიცება სამუდამოდ გაგვაშორებს ევროკავშირს".

"ბოლო წლებში ბევრი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იყო".

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.