კომიქსის გმირი Sevdaliza და ენერგიული Anathema - Tbilisi Open Air დაიწყო
16 ივნისს, Lisi Wonderland-ის საფესტივალო ტერიტორიაზე Tbilisi Open Air გაიხსნა. ერთწლიანი ლოდინის შემდეგ ქართველი და უცხოელი მსმენელები ლისზე შეიკრიბნენ და მოწვეულ მუსიკოსებს ხმაურით შეეგებნენ.
ფესტივალი ოფიციალურად 19:00 სთ.-ზე გაიხსნა და ის ქართულმა ჯგუფმა, დაგდაგანმა გახსნა, რომელმაც თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულა და შეკრებილ აუდიტორიას საუკეთესო საფესტივალო განწყობა შეუქმნა.
20:00 სთ.-ზე Golden Stage-ის სცენა NINO KATAMADZE & INSIGHT-მა დაიკავა. ნინო ქათამაძის გამოსვლა, როგორც ყოველთვის, ენერგიული, ორიგინალური და მომხიბვლელი იყო. ქართველმა მომღერალმა დაგდაგანის მიერ დანთებული ცეცხლი კიდევ უფრო გაამძაფრა და მსმენელების განწყობა ერთი-ორად აამაღლა.
ამ დროს კი, Main Stage-ზე ცნობილი ქართული ჯგუფი Loudspeakers უკრავდა მსმენელებისთვის. აღნიშნული ჯგუფი ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ შოუ-ბიზნესში, რომელსაც დიდი რაოდენობით გულშემატკივრები ჰყავს. Loudspeakers-მა თავიანთი ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულეს და საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს.
მოგვიანებით, Main Stage-ზე ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსი, Sevdaliza გამოჩნდა, რომელმაც ბევრისგან მოულოდნელად საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა. ეშხიანი და სექსუალური მომღერალი სცენაზე ექსტრავაგანტული კაბით გამოვიდა და სცენასთან შეკრებილი აუდიტორია მაშინვე მონუსხა.
Sevdaliza სცენაზე მარველის კომიქსების გმირ შავ კატას მოგაგონებდათ, რომელიც თავისი ორიგინალური ცეკვითა და ეგზოტიკური იერით, ნამდვილი ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
Sevdaliza-მ თავისი გამოსვლის ბოლოს შეკრებილ აუდიტორიას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით კი ირანელი ვიზიტორები გამოყო. როგორც უკვე გითხარით, ის წარმოშობით ირანელია და მისთვის, როგორც ჩანს, ირანელების ჩამოსვლა მის კონცერტზე, დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. არტისტმა მსმენელებს სამახსოვრო ვიდეო გადაუღო და პირობა დადო, რომ საქართველოში კიდევ არაერთხელ ჩამოვიდოდა.
Sevdaliza-ს შემდეგ მთავარი სცენა პირველი საფესტივალო დღის ჰედლაინერმა, Anathema-მ დაიკავა. ბრიტანული ჯგუფის გამოჩენას მსმენელების მხრიდან განსაკუთრებული ოვაციები მოყვა.
ბრიტანულმა ჯგუფმა ფესტივალის დასკვნით ნაწილში განსაკუთრებული მუხტი შემოიტანა. ვინსენტ კავანას მომაჯადოებელმა ხმამ და სიმღერებმა უამინდობა გადაფარა.
Anathema-მ თავის ყველაზე ცნობილ სიმღერებთან ერთად, რამდენიმე ჰიტი ახალი ალბომიდანაც შეასრულა. კონცერტის მიმდინარეობისას, მომღერალმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოსვლით ძალიან ბედნიერია და არ ელოდა ასეთ გარემოს. ის სასიამოვნოდ გაოცებული იყო.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air-მა სტარტი 16 ივნისს აიღო და ის კიდევ ორი დღის განმავლობაში, 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველი დღის ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Anathema იყო, 17-ში კი მთავარ სცენას Leningrad დაიკავებს, ხოლო ფესტივალს გრანდიოზულად დახურავს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი Archive, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები