სეულის ზოოპარკიდან თანამშრომლებს ზებრა გამოექცათ. ზებრამ ქალაქში 3 საათი იხეტიალა, შემხვედრებმა კი უამრავი ფოტო და ვიდეო გადაუღეს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დარბის ზებრა შუქნიშანთან გაჩერებული მანქანების ირგვლივ, გამვლელმა გადაიღო და ის უკვე 245 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ზებრა ზოოპარკის თანამშრომლებმა გაქცევიდან მხოლოდ 3 საათის შემდეგ იპოვეს. ზებრა ბოლოს ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა ვეღარ მოახერხა. შემდეგ კი ზოოპარკში დააბრუნეს.

გაქცეული ზებრა ახლა თავს კარგად გრძნობს და მასზე ვეტერინარები ზრუნავენ. ზებრა სეულის იმ ზოოპარკში აგრძელებს ცხოვრებას, რომელსაც ბავშვები ხშირად სტუმრობენ. თუმცა ზოოპარკის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა ზებრამ ზოოპარკიდან გაქცევა.