მენტალური შვებულება თიბისი დაზღვევაში
თიბისი დაზღვევის თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ მენტალური შვებულებით სარგებლობა, რაც ნიშნავს, რომ გარდა სტანდარტული 24 დღიანი დასვენებისა ისარგებლებენ დამატებით 5 დღიანი შვებულებით.
"ჩვენ, როგორც მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ კომპანიას, გვინდოდა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი ემოციური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე და ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვექმნა გარემო, სადაც მათი საქმიანობა ერთნაირად სასარგებლოც იქნებოდა და კომფორტულიც. სწორედ ამიტომ, ეს არ არის მორიგი დასვენების დღე და უბრალოდ შვებულების გახანგრძლივება. ჩვენ ვართ პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა გააჩინა ქართულ ბაზარზე, რადგან გააზრებული გვაქვს მისი წილი სრულფასოვან ცხოვრებაში. გვჯერა, რომ არ არსებობს ზოგადი კეთილდღეობა მენტალური ჯანმრთელობის გარეშე და გვინდა ერთნაირად ვიზრუნოთ როგორც მომხმარებლებზე, ასევე თანამშრომლებზე", — პაატა ღაძაძე, თიბის დაზღვევის გენერალური დირექტორი.
WHO-ს (World Health Organization) 2022 წლის კვლევების მიხედვით, დასაქმებულთა 60% გამუდმებით გადაღლას გრძნობს, რის გამოც მათი პროდუქტიულობა სამსახურში და ზოგადი კეთილდღეობა ცხოვრებაში იკლებს. გონებრივი "გადაწვა" ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება. ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება. აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღვევაში მენტალური შვებულების გამოყენებისთვის არ არის საჭირო რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ან განსაკუთრებული მიზეზი. ამ 5 დღის აღება ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი საშვებულებო დღეების. მთავარი მიზანი ამ დასვენების არის საკუთარ თავზე ზრუნვა და ემოციური კეთილდღეობისთვის დროის დათმობა.
მენტალური შვებულება საერთაშორისო ბაზარზეც ახალი სიტყვაა. დამატებითი დასვენების დღეების გამოყოფა 2020 წლიდან დაიწყეს ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორებიცაა LinkedIn (5 დღე), Nike (5 დღე), Bumble (5 დღე) და Google (8 დღე). თიბისი დაზღვევა კი პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც ეს პრაქტიკა დანერგა და დასვენების დღეების რაოდენობითაც ინარჩუნებს სტანდარტებს.
"მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ გვინდოდა თანამშრომლებისთვის დამატებით რაიმე ნამდვილად ღირებული შეგვეთავაზებინა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობაზე უკეთესი კი ყოველდღიურ სტრესულ გარემოში, ალბათ, არაფერია. როგორც წესი, სტანდარტულ შვებულებას გართობისა და საოჯახო საქმეებისთვის ვიყენებთ ხოლმე და აღარ გვრჩება დრო მხოლოდ საკუთარი თავისთვის. სწორედ ამ მოტივით დავამატეთ საშვებულებო დღეები. თიბისი დაზღვევის მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, ამისი გაკეთება კი მხოლოდ ბედნიერ თანამშრომლებს შეუძლიათ", — თეა მახარაძე, თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი.
კომპანიაში გავრცელებული კულტურა გულისხმობს დასაქმებულებისთვის არა მარტო კეთილდღეობის უზრუნველყოფას, არამედ სასიამოვნო გარემოსა და ცხოვრების შერგების შესაძლებლობას. თიბისი დაზღვევა დაარსების დღიდან ზრუნავს თანამშრომლებზე. კომპანიაში არის "ბედნიერი პარასკევი", რომელიც მოკლე სამუშაო დღეს გულისხმობს; სხვადასხვა აქტივობები და შეჯიბრებები თანამშრომლების განტვირთვისა და ჰობების მხარდასაჭერად, ასევე ტრენინგები და სასწავლო კურსები მათი პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები