ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს უკრაინაში რუსეთის დაქვემდებარებულ ეკლესიაზე მისწერა — რა უნდა
ილია მეორე მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს წერილით მიმართა და კიევ-პეჩერის ლავრის საკითხზე "არსებული დაძაბულობის" განმუხტვაში მონაწილეობის მიიღება სთხოვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია 2019 წლის მიენიჭა, მანამდე ის მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში იყო.
- ავტოკეფალიის მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს დღემდე ექვემდებარება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი.
- რუსეთის პატრიარქი ღიად უჭერს მხარს ომს, ის პუტინთან დაახლოებული პირი და მისი პოლიტიკის გამტარებელია.
- კიევ-პეჩერის ლავრა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.
- უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრას ხელმძღვანელობდა ომს გაემიჯნა და 24 თებერვალს პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა "ძმათამკვლელი" ომი.
- ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიად დაარეგისტრირეს და შესაბამისად, მიტროპოლიტ ონოფრესაც ჩამოერთვა.
უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აკრძალოს.
- რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობის ბრალდებით ქვეყანაში არაერთი სასულიერო პირია დაკავებული.
- უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ არაერთ მონასტერში, მათ შორის, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა ჩაატარა.
- პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, არასდროს არავის მისცემენ უფლებას, ააშენონ რუსული იმპერია უკრაინულ სულში.
- ზელენსკიმ პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის გავლენის ქვეშ მყოფ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს.
რა უნდა ილია მეორეს: საქართველოს ეკლესიის უკრაინის ავტოკეფალია ამ დრომდე არ უღიარებია.
- მსოფლიო პატრიარქისადმი გაგზავნილ წერილში ის ამბობს, რომ წუხს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამო.
- ამტკიცებს, თითქოს ესმის, რომ ეკლესიასთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და "რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს".
- მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, მნიშვნელოვანია.
- "ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას", — წერს ილია მეორე.
გარდა ამისა, საქართველოს პატრიარქი წერს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
- მიმართავს მსოფლიო პატრიარქს ხელი შეუწყოს დაძაბულობის განმუხტვას — "რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას".
- "მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება", — წერს ის.
მსოფლიო პატრიარქმა არა ერთხელ ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.
- მან ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც დააკისრა.
-
პატრიარქის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესია თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად აქცია.
-
"რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო ხელმძღვანელობა თანამშრომლობდნენ აგრესიის განხორციელებაში და იზიარებს პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებზე, კერძოდ უკრანელი ბავშვების გატაცებაზე", — აღნიშნა მან.
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები