შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებული ხდება, საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისას ფასი ლარის ვალუტაში მიუთითოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, მზადდება პროექტი გამონაკლისის შესახებ, როდესაც ფასის გამოხატვა უცხოურ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე გაფრთხილდება, გამეორებით შემთხვევაში დაჯარიმდება 1 000 ლარით. ყოველ მომდევნო დარღვევას კი 5 000 ლარიანი ჯარიმას მოჰყვება.

ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა.

აღნიშნულ ცვლილებას საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.