პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს საგარანტიო პერიოდის 15 წლამდე ვადით გაგრძელებას სთავაზობს
პორშეს პრემიუმ ავტომობილების მფლობელებს პორშე ცენტრი თბილისი საგარანტიო მომსახურების პერიოდის გაგრძელებას სთავაზობს. ავტომობილის პორშეს ცენტრში შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი სამწლიან გარანტიას ავტომატურად იღებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანია მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საგარანტიო სერვისი შეიძინოს და პორშეს ოფიციალური საგარანტიო პირობებით დამატებით 12 წლის განმავლობაში ისარგებლოს.
აღსანიშნავია, რომ საგარანტიო პაკეტის ყიდვა პორშეს იმ მფლობელებსაც შეუძლიათ, რომლებსაც გერმანული წარმოების პრემიუმ ავტომობილი პორშე ცენტრი თბილისში არ შეუძენიათ.
"პორშე ცენტრი თბილისის მთავარი ღირებულება მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული მომსახურებების შეთავაზებაა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ პორშეს მფლობელებს შეგვიძლია, შევთავაზოთ ბრენდის ოფიციალური საგარანტიო პირობებით სარგებლობა 15 წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევის დროს, მომხმარებელი პორშე ცენტრი თბილისის მაღალკვალიფიციური მექანიკოსების მომსახურებით ისარგებლებს, რომლებიც მუდმივ გადამზადებას გადიან და ყველა მათგანი პორშეს მიერ არის სერტიფიცირებული. სერვისცენტრში, გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ პორშეს ორიგინალი ნაწილები გამოიყენება", — ამბობს ირაკლი იმნაძე, პორშე ცენტრი თბილისის გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი.
გარანტიის მისაღებად სავალდებულოა წინასწარ 111-პუნქტიანი შემოწმების გავლა, რაც ავტომობილის მიმდინარე მდგომარეობის გადამოწმებას ნიშნავს. გარანტიით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილის გარბენი 200 000 კილომეტრს არ აღემატებოდეს და მისი გამოშვებიდან 15 წელზე მეტი არ იყოს გასული. განსაზღვრულია გარანტიის შეძენის პირობებიც - მომხმარებელს ერთიანად მაქსიმუმ სამწლიანი გარანტიის ყიდვა შეუძლია, თუმცა პორშე ასევე გთავაზობთ ერთ ან ორწლიან საგარანტიო პერიოდს.
პორშე ცენტრი თბილისი 30 აპრილამდე სამწლიანი საგარანტიო მომსახურების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
პორშეს საგარანტიო მომსახურებით სარგებლობა პორშე ცენტრი თბილისის სერვისცენტრშია შესაძლებელი. სივრცე გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა და რეგიონში ბრენდის სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურებაა გაერთიანებული. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება, ასევე სწრაფი მომსახურების სივრცეები.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები