რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი დავით უსუფაშვილის მიერ დაფუძნებულ შენების მოძრაობაში არ იქნება. ამის შესახებ, On.ge-ს უსუფაშვილმა მოძრაობის პრეზენტაციაზე განუცხადა:

"ქალბატონმა თინამ გადაწყვიტა სხვა საინტერესო საქმეებით დაკავდეს უახლოეს ხანებში, ეს იქნება თავისი პროფესიული მიმართულება, საექსპერტო მიმართულება".

დღეს, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შენების მოძრაობა დააარსა.

მოძრაობის ლოზუნგია: "რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".