ხატია დეკანოიძე

24 Mar. 2023, 15:32

მე თქვენ არ გადარებთ მაია სანდუს ნამდვილად. ძალიან შორს ხართ მაია სანდუსგან, ძალიან შორს ხართ ეროვნული ინტერესების... ღმერთმა დაგიფაროთ კი არა, ძალიან შორს ხართ. იცით რას შეგადარეს თქვენ? როცა უმრავლესობა პარლამენტიდან გაიპარა, აი, რუსული კანონი რომ მიიღეს, მაშინ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი თუ გახსოვთ, რას სკანდირებდა და რას გადარებდა?! მაია სანდუს კი არ გადარებდა, სკანდირებდა რუსები. აი, ამას გადარებდა საქართველოს მოქალაქეები. 

ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენ ანარქისტებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, აი, ფრანკლინის კლუბი, თავისუფალი უნივერსიტეტი... ჩემი 15 წლის ძმისშვილი დადის ფრანკლინის კლუბში, 15 წლის გოგო, 15 წლის. თქვენ ამ ბავშვებს, ვისაც უნდა განათლება, აი, ამ ბავშვებზე ამბობთ, რომ არიან სატანისტები და ანარქისტები. აი, ეს ბავშვები გამოგიტანენ განაჩენს და ეს იქნება ძალიან მალე.

ასე მიმართა პარლამენტში მყოფ პრემიერმინისტრს დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეების დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ძალადობა დაიწყო ფრანკლინის კლუბის ანარქისტებმა და ახალგაზრდებს, "რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

მოკლედ: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, რომელთაგან 21 010 ბიჭია და 19 204…