ანალენა ბერბოკი

24 Mar. 2023, 12:48

გაწევრიანების პროცესში, აუცილებელია, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების შესრულება, დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ შორის, საზოგადოებაში. ამიტომ აგენტებზე კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია, ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოთ. მხოლოდ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ევროკავშირის წევრი საქართველოს ხელისუფლების გარეშე — მხოლოდ ერთობლივად...

ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ, არაოფიციალური დევიზი ევროკავშირისა არის ერთობა მრავალფეროვნებაში. სამომავლოდ, ამის განხორციელება გვინდა საქართველოსთან ერთად. 

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. [სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ