ირაკლი ღარიბაშვილი

24 Mar. 2023, 12:17

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს — ქალბატონმა აქუბარდიამ სწორად აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. 

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, არ გვაქვს არავითარი უსაფრხოების გარანტიები და ქვეყნის 20% არის ოკუპირებული #1 ბირთვული ძალის მიერ.

ასევე მინდა, შეგახსენოთ სხვა ფაქტები ძვირფასო დეპუტატებო. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, მეხუთე კოლონის მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მიზნებთან, ქმედებასთან. ქალბატონმა თეონამ შემახსენა და მომიწოდა, რომ არ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მეამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას. პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ხალხს მაქსიმალური ინფორმცაია მივაწოდო. 

ტრადიციული ნარატივები პრემიერმინისტრმა ამჯერად პარლამენტის ტრიბუნიდან გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასე არ მოქცეულა. პრემიერმინისტრი ახსენებს რუსეთს, მაგრამ არა როგორც ქვეყანას, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის. უფრო მეტ დროს ის უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს უთმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალური მედიის პლატფორმაზე კონტენტის შემქმნელები დააკავეს, პირველად გასულ კვირას გაჩნდა.…