ამის შესახებ მან დღეს, 24 მარტს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გახდა, დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

  • დეპუტატი არ ეთანხმებოდა პარტიის საპარლამენტო ბოიკოტს და სესიებში მონაწილეობას განაგრძობდა.

დეტალები: დეკანოიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება მტკივნეული და ემოციური, თუმცა სწორია.

  • "ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს";
  • მისი თქმით, პარლამენტშიც და პარლამენტს მიღმაც დაიცავს პოლიტპატიმრების უფლებებს.
  • "ვიბრძოლო, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ", — ამბობს ის.