ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც გუშინ გაიმართა, რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილებოდა.

  • დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ ლაბორატორიის შექმნა კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
  • ასევე, ოკუპანტი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ შედეგად რუსეთში ქართული ღვინის მეორადი სერტიფიცირებაც გაუქმდება.

დეტალები: ვოლვაჩის განცხადებით, ბიზნეს საბჭოში უკვე მუშავდება მომავალი წლის სამოქმედო გეგმა, ხოლო უპირველეს ყოვლისა შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი ქართული ღვინის ქარხნების სერტიფიცირებისთვის.

  • "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან ღვინის მიწოდების წილი მთელი ქართული ექსპორტის თითქმის 29%-ს შეადგენდა, ამ ინიციატივების განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯები ყველაზე ხელსაყრელ გავლენას მოახდენს რუსულ-ქართული ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებაზე. ურთიერთობები", — განაცხადა მან.

კონტექსტი: ღვინის ლაბორატორიის შექმნის პარალელურად, რუსმა დეპუტატმა ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების "ზღვარზეა".

  • განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერიც და აღნიშნა, რომ თუ ფრენების აღდგენაზე, ან თუნდაც უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამთავრობო გუნდი ამას მიესალმება.
  • "თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია", — განმარტა მერმა.