შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

დეტალები: გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 22 მარტს თბილისში ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს, 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

  • უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 109-ე მუხლის მ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
  • დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.