რას ამბობენ ამირან გამყრელიძე და ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ფორმულასთან საუბრობენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა შენობის ნგრევა მათთვის სრულიად მოულოდნელად, ახალი მდებარეობისა და კონცეფციის გაურკვევლად დააანონსა.
- მათივე თქმით, ერთი წლის წინ რესპუბლიკურის მედპერსონალს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციაზე.
- წერილში ნათქვამია, რომ კლინიკა გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და ამის შენარჩუნება აუცილებელია.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეისთვის ქვეყანას არ აქვს არც ერთი ნამდვილი ე.წ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი.
- "ეს უნდა იყოს უნივერსიტეტთან დაახლოებული და უნივერსიტეტთან მჭიდრო კონტრაქტით მომუშავე დაწესებულება ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩვენი რეზიდენტებისთვის, ჩვენი უწყვეტი განათლებისთვის, რომელიც ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია დღეს ჯანდაცვის სისტემაში და მისი შემდგომი განვითარების", — განმარტავს გამყრელიძე.
- მისი თქმით, ამის კარგი პრეტენდენტი არის რესპუბლიკური საავადმყოფო.
- მისივე თქმით, ჩასატარებელია სვოტ ანალიზი, რა იქნება უპირატესობა რესპუბლიკურის ადგილზე დარჩენის, მისი გადაკეთების, მისი გაფართოების, ახალი შენობების გვერდზე აშენებისა და თანდათან განვითარების.
- ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საავადმყოფო ძალიან სტრატეგიული დაწესებულებაა.
- ასევე ამბობს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს იქ მომუშავე ასობით მომუშავე კვალიფიციური კადრი.
- "ბოლო სამ წელიწადში რესპუბლიკური ერთ-ერთი მთავარი ბაზა იყო კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისთვის, ამიტომ ამ ხალხს უნდა გაეწიოს ანგარიში", — თქვა გამყრელიძემ.
- ის მოკრძალებულად ურჩევს სამინისტროს, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ამ საკითხზე, დაიდოს გეგმა რას ვაპირებთ და იქნებ, ეს გეგმა მართლა ძალიან კარგია.
- "მდებარეობის შეცვლა აუცილებლად მიბმული უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტთან", — თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მას არ აქვს ამ წლების განმავლობაში ნანახი საექსპერტო დასკვნა, სადაც წერია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და მსგავს შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, რასაც თანამშრომლებიც გაეცნობიან.
- ყველაფერს სჭირდება საფუძველი და მან არ იცის რა მოტივითა და საფუძველი არის დემონტაჟისთვის.
- ამბობს, რომ არ იცის რა მიზეზის გამო გახდა თემა აქტუალური და მიიჩნევს, რომ საავადმყოფო საუკეთესო ადგილზეა როგორც სერვისების ხელმისაწვდომობის, ისე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან სტუდენტებისთვის.
- მისი თქმით, დემონტაჟზე საუბარი იყო 2013-2015 წლებშიც, თუმცა არასაკმარისი საფუძვლისა და მტკიცებულებების გამო, ამაზე საუბარი შეჩერდა.
- "მჯერა, რომ ახლაც მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. რესპუბლიკური საავადმყოფოს როლი ქართულ მედიცინაში ძალიან დიდია და ის ქართული სამედიცინო საზოგადოების ე.წ აკვანია", — ამბობს ტიკარაძე ტორმულასთან.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები