ჰოლივუდის 8 მსახიობი, რომელიც ვარსკვლავი ბავშვობაში გახდა
ჰოლივუდში წარმატებული კარიერის შექმნა და მთელს მსოფლიოში ვარსკვლავის სტატუსით სარგებლობა, იშვიათთა ხვედრია, ამ ცნობილ მსახიობებს კი ეს პატივი ჯერ კიდევ ბავშვობაში ერგოთ.
მაშ ასე, ჰოლივუდის 8 მსახიობი, რომელმაც კარიერა გამორჩეულად დაიწყო და სანამ სრულწლოვანი გახდებოდა, ვარსკვლავი გახდა:
1. დენიელ რედკლიფი
დენიელ რედკლიფი 11 წლის იყო, როდესაც ჰარი პოტერის როლზე დაამტკიცეს. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად დენიელი სულაც არ იყო დაინტერესებული ჰარის როლით, თუმცა ფილმის პროდიუსერმა დეივიდ ჰეიმენმა გადაარწმუნა და სთხოვა, კინო სინჯებში მიეღო მონაწილეობა. საბედნიეროდ, დენიელი დათანხმდა და სულ მალე მთელს მსოფლიოს შეაყვარა თავი.
2. მაკოლეი კალკინი
მაკოლეი კალკინი 9 წლის იყო, როცა ფილმში მარტო სახლში გადაიღეს. ფილმი 1990 წელს გამოვიდა, თუმცა დღემდე უამრავ ადამიანს ულამაზებს ზამთრის დღესასწაულებს. მაკოლეი კი უამრავ ადამიანს უყვარს და გულშემატკივრობს.
3. დრიუ ბერიმორი
დრიუ ბერიმორმა 6 წლის ასაკში შეასრულა გერტის როლი ფილმში E.T. the Extra-Terrestrial. მეტიც, ფილმის რეჟისორი ლეგენდარული სტივენ სპილბერგი იყო და სწორედ მან შეარჩია დრიუ სადებიუტო როლზე.
4. ჰილარი დაფი
ჰილარი დაფი 13 წლის იყო, როცა 2001 წელს მსოფლიომ ლიზი მაკგუაერის როლით გაიცნო. მას შემდეგ მსახიობმა უამრავ ფილმსა და სერიალში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მაყურებელს მის დანახვაზე ყოველთვის ეს საკულტო გმირი ახსენდება.
5. რივერ ფენიქსი
რივერ ფენიქსი 14 წლის იყო, როცა 1986 წლის ცნობილ ფილმში Stand by Me მიიღო მონაწილეობა. მსახიობი 1993 წელს გარდაიცვალა 23 წლის ასაკში, თუმცა ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მაყურებელს საოცრად შესრულებული საინტერესო როლებით დაამახსოვრა თავი.
6. ჯენა ორტეგა
ჯენა ორტეგა 13 წლის იყო, როცა დისნეის სერიალში Stuck in the Middle მიიღო მონაწილეობა. სერიალი 2016-2018 წლებში გადიოდა და ჯენას დიდი პოპულარობა მოუტანა.
7. სელენა გომესი
სელენა გომესი 10 წლის ასაკიდან სხვადასხვა საბავშვო სერიალში მონაწილეობდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი 15 წლის ასაკში მიიღო დისნეის შოუში Wizards of Waverly Place. მას შემდეგ, სელენა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობია მთელს ჰოლივუდში.
8. დაკოტა ფენინგი
დაკოტა ფენინგმა პირველი როლი 7 წლის ასაკში მიიღო და ლუსი განასახიერა ფილმში I Am Sam. მას შემდეგ კი უამრავი საინტერესო როლი მოირგო და მაყურებელს თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობები უჩვენა.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები