პარტნიორის კონტენტი

თიბისის ინიციატივები ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის

ფოტო: თიბისი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია

ტექნოლოგიური პროგრესისა და სერვისების გაციფრულების ეპოქაში, ნებისმიერი კომპანია ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის უპირობო საჭიროების წინაშე დგას. ეს ერთადერთი გზაა, რომლის გავლითაც თანამედროვე სამყაროში წარმატებული საქმიანობის გაგრძელება და განვითარების უზრუნველყოფაა შესაძლებელი. ეს განსაკუთრებით აქტუალური ბანკების შემთხვევაშია.

არაერთი წელია, რაც თიბისი არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ საქართველოში წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ახერხებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიების მიდგომები საქართველოს ბაზარზეც დანერგოს. ამ მიდგომებთან და მათზე დაყრდნობით შექმნილ უახლეს პროდუქტებთან შეხება ყოველდღიურად გვაქვს, ციფრული ბანკისა თუ სხვა სერვისების გამოყენებისას.

ამ სტატიაში რამდენიმე მიმართულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლის საშუალებითაც თიბისი, როგორც ტექ კომპანია, ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაჯანსაღებას, წახალისებასა თუ ბაზრისთვის პრეცედენტული თანამშრომლობების მიღწევას ახერხებს. ეს არ ეხება მხოლოდ თიბისის ტექნოლოგიურ პროდუქტებს. ამ კუთხით კომპანიის ქმედებები არა მხოლოდ საკუთარი სერვისების განვითარებისკენ, არამედ ინდუსტრიაში სხვა აქტორების, განსაკუთრებით კი ქალებისა და სტარტაპების წახალისებისკენაა მიმართული. ამის მაგალითია გრეის ჰოპერის ჯილდო, რომელსაც თიბისი მესამე წელია ასპონსორებს.

გრეის ჰოპერის ჯილდო

ფოტო: თიბისი

გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო, ხოლო მისი სახელობის ჯილდო საქართველოში 2021 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. ჯილდოს დაწესების მთავარი მოტივაცია და მიზანი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისება და ქალთა როლის წარმოჩენაა.

პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა. ესენია: მომავლის ლიდერი ქალი; ICT სფეროს ჩემპიონი; ტექნოლოგიური სტარტაპი; ქალების გაძლიერების პროგრამა; მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე აპლიკაციების შეტანა 31 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

თანამშრომლობა Kong-თან

ფოტო: თიბისი

მსოფლიოს წამყვან ქლაუდ-სერვისების მომწოდებელი კომპანია Kong-თან თანამშრომლობა თიბისი ჯგუფმა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული ამერიკული კომპანია თიბისი ჯგუფის API-ეკოსისტემის გაჯანსაღების პროცესში ერთვება და საკუთარ ტექნოლოგიურ რესურსს, ექსპერტულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას თიბისი ჯგუფის მომხმარებლების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გამარტივებას ახმარს.

უფრო კონკრეტულად, თიბისი ჯგუფი იყენებს Kong-ის API-Gateway-პლატფორმას. პლატფორმის გამოყენება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ თიბისიმ ინოვაციური პროცესების ოპტიმიზება შეძლო და ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა.

თიბისი ჯგუფში ამბობენ, რომ Kong-ის გადაწყვეტის დანერგვა კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტიანი ცვლილება აღმოჩნდა. Kong-თან გაფორმებული შეთანხმებით, თიბისი ჯგუფმა საქართველოში კიდევ ერთი გლობალური კომპანია შემოიყვანა, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასთან და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, თიბისის დეველოპერების ეფექტურობას ზრდის და კომპანიის მომხმარებელთა ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს.

თანამშრომლობა Thoughtworks-თან

ფოტო: თიბისი

2023 წლის თებერვალში თიბისიმ საერთაშორისო ტექნოლოგიურ საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-თან თანამშრომლობა დაიწყო. ეს რეგიონში პირველი პარტნიორობაა ამ გლობალურ ბრენდთან. თიბისიში აღნიშნულ თანამშრომლობას საქართველოში ტექსფეროსთვის გარდამტეხ მომენტად აფასებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე თიბისი ტექნოლოგიურ რესურებსა და ცოდნას გაიზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა დიდი მოთამაშეები არიან.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გლობალური კომპანიის გამოცდილი პროფესიონალები თიბისის გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

"თიბისი ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს", — ნათქვამია თიბისის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში.

TBC X CHARTE

ფოტო: TBC X Charte

ჩართე პროექტია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი ბავშვების ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აღნიშნულმა პროექტმა 2022 წელს გრეის ჰოპერის ჯილდოც მიიღო, ნომინაციაში ქალების გაძლიერების პროგრამა. ამ გამარჯვების შემდეგ კი თიბისისა და ჩართეს თანამშრომლობა სულ სხვა, ასევე საინტერესო მიმართულებით გაგრძელდა.

პროექტში ჩართული მოსწავლეებისა თუ უკვე სტუდენტებისთვის ჩართემ და თიბისიმ ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ მასტერკლასები დაიწყეს. პირველი ღონისძიება 1-ელ მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა და 40-მდე ახალგაზრდას მოუყარა თავი. სპიკერები თიბისის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ახალგაზრდებს ტექნოლოგიურ სფეროში საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

ამავე თემაზე, ვრცლად: რატომ უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს ტექნოლოგიურ პროფესიებზე — TBC X CHARTE

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები.

ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი რეგიონის მაცხოვრებლებს, ნაკლები ინფორმაცია აქვთ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ. მსგავსი მასტერკლასები კი ამ ცოდნის სიმწირის შევიწროებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თიბისის IT აკადემია

ფოტო: თიბისი

მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიური პროფესიებისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ზრდადია თავად ტექინდუსტრიაც. ქართულ ბაზარზე ამ სფეროს პროფესიონალებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ და ტექნოლოგიური ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2019 წელს თიბისიმ IT აკადემია დააფუძნა და მიზნად დაისახა, ახალგაზრდებისთვის ტექნოლოგიების დარგში თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიების დაუფლებაში შეეწყო ხელი. თიბისი IT აკადემია საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი პროფესიის სწავლის და დასაქმების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ აკადემიის ფუნქციონირების განმავლობაში მისი ასობით კურსდამთავრებული თიბისის გუნდის წევრი გახდა და ახლა კომპანიის ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებაზე ზრუნავს.

უნდა ითქვას, რომ აკადემიაში სწავლა უფასოა. რაც შეეხება მიმართულებებს, აქ შეიძლება გახდეთ მონაცემთა მეცნიერი, დეველოპერი, UX/UI დიზაინერი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი, ღრუბლოვანი სისტემის ინჟინერი, IT უსაფრთხოების სპეციალისტი, DevOps ინჟინერი და ა.შ.

შეამოწმე, ვინ იქნებოდი IT სფეროში — ქვიზი

სწრაფი და გამარტივებული პროცესები

ფოტო: თიბისი

თიბისის ციფრულ პროდუქტებს რომ დავუბრუნდეთ, სფეროში ჩართული თუ მისგან შორს მდგომი ადამიანისთვისაც ადვილი მისახვედრია, რომ ტექნოლოგიური კომპანიის შიგნით კომპლექსური მიდგომები და გადაწყვეტებია საჭირო. კომპანიაში პროცესების ავტომატიზაციისა თუ მონიტორინგის მიმართულებით მის შიგნით არსებული მრავალი დანაყოფის ჩართულობა და დიდი ადამიანური თუ ფინანსური რესურსის ინვესტირებაა საჭირო. თანამშრომლების კვალიფიციურობისა და ჩართულობის პარალელურად, ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ერთ მნიშვნელოვან კომპონენტსაც — მსოფლიოს მასშტაბით, დროში გამოცდილი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას.

ამ კუთხით თიბისიში არაერთ ხელსაწყოს იყენებენ, მაგალითად Microsoft-ის ქლაუდ-სერვისის, Azure DevOps-ის პლატფორმაზე დაშენებულ ე.წ. "ფაიფლაინებს", რომლებიც დეველოპერებს პროდუქტების შექმნასა და გაშვებას უმარტივებს. ეს კომპანიაში აპლიკაციების გასაშვებად საჭირო პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თიბისის ტექნოლოგიური მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Dynatrace-ის მონიტორინგის პლატფორმის ინტეგრაციაა. Dynatrace-ის დახმარებით, თითოეული სერვისზე ცალკე მონიტორინგის გამართვა აღარაა საჭირო, რადგან ამას ავტომატურად აკეთებს ხელოვნური ინტელექტის მქონე პლატფორმა, რომელიც ხარვეზს აიდენტიფიცირებს და არსებობის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლებს აწვდის ინფორმაციას მის შესახებ.

ეჯაილ ტრანსფორმაცია და საერთაშორისო ტექნოლოგიური გუნდი

ცხადია, ნებისმიერი ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და გადაწყვეტის უკან პროფესიონალთა გუნდი დგას. ამის გაცნობიერების შედეგია ის ნაბიჯები, რომელსაც კომპანია დასაქმებულთა კომპეტენციებისა თუ ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით დგამს.

2019 წლიდან თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო, რის შედეგადაც, დროთა განმავლობაში, შეიცვალა მუშაობისადმი მიდგომები, გუნდის სტრუქტურა და, რაც მთავარია, ორგანიზაციული ხედვა. ამან თანამშრომლებისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. კომპანია კი ნელ-ნელა რეპუტაციულ ტექნოლოგიურ დამსაქმებლად ჩამოყალიბდა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდებოდა.

დღეისათვის თიბისი სხვადასხვა ქვეყნიდან ტექ ტალანტების მოზიდვას აგრძელებს და საერთაშორისო გამოცდილების მქონე, ძლიერი ტექნოლოგიური გუნდის დახმარებით უზრუნველყოფს კომპანიის მრავალმხრივი მიზნების მიღწევას.

ეს, ერთი მხრივ, მომართავს ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალთა ყურადღებას ქართული დასაქმების ბაზრისკენ, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს თანამშრომლობის პროცესში, საერთაშორისო კომპეტენციების მიმოცვლას.


თიბისი რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიად პოზიციონირდება. თანამშრომლების პროფესიული ზრდის პარალელურად, ის ახერხებს ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე სიახლეების შემოტანასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე იზრუნოს. ამასთანავე კი ტექნოლოგიური სფეროს აქტორების წახალისებასა და განათლებაზეც იფიქროს.

თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიურ ტემპს სწრაფად უწყობს ფეხს და მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე ახალ ინიციატივებს აშენებს. ტექნოლოგიური განათლება, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა თუ ინიცირება — ის მიმართულებებია, რა კუთხითაც მომავალში კომპანიისგან სიახლეებს უნდა ველოდოთ. ისევე, როგორც უნდა ველოდოთ ახალ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იქნება მიმართული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამდენ ხანს ცოცხლობენ ქათმები, რომ არ ვხოცავდეთ?
  2. ესმით თუ არა ძაღლებს სიტყვების მნიშვნელობა? — კვლევა
  3. აღმოაჩინეს პირველი არასტანდარტული ზეგამტარი, რომელიც ბუნებაშიც გვხვდება
  4. მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
  5. კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა — ცნობილია, რამდენით

გირჩევთ