ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც კალაძე ამბობს, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელზეც მუშაბაც 2021 წელს დაიწყეს, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

  • მისივე თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება.

დეტალები: კალაძე ფიქრობს, რომ საბაგირო თბილისთვის "ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება". რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები.

  • როგორც ის ამბობს, ამ პროექტთან დაკავშირებით "გარკვეული სირთულეები იყო", კერძოდ, მისი თქმით,"სამუშაობის უსაფრთხოდ განსახორციელებლად", ტერიტორიიდან რამდენიმე ოჯახის გასახლება მოუწიათ.
  • "რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი — 845 55 მეტრი იქნება.