ამის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან ერთად დაგეგმა თავდასხმის ინსცენირება, რითაც უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით სამსახურებრივ თანხას.

  • დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დეტალები: გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და დ ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას.

  • დაკავებულები 1992 და 1983 წელს დაბადებული პირები არიან.
  • პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.