ფორმულა ამბობს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილების მიზანი კრიტიკული მედიის შევიწროებაა
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა მას საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა.
- ამავე წლის 30 სექტემბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.
- საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას. უწყების თქმით, ეს მომსახურება არ მიუღიათ.
- 2022 წლის 29 მარტს საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და კეზერაშვილსა და ნინუას დაეკისრათ 5 060 000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა სამინისტროს სასარგებლოდ.
- დღეს კი სააპელაციომ კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
დეტალები: ტელეკომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან სააპელაციოს გადაწყვეტილებით და ამბობენ, რომ ის მიმართულია ტელევიზიის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.
- "გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს — ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა", — ნათქვამია განცხადებაში.
- ამბობენ, რომ ერთადერთი ფასეული ქონება, რომელსაც კეზერაშვილი საქართველოში ფლობს, სწორედ ფორმულას 51%-იანი წილია. შესაბამისად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის მათ ორგანიზაციის ფუნქციონირებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას.
- ტელეკომპანიის თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია, რომ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს.
- "საქმის მიმდინარეობისას ადვოკატებმა წარმოადგინეს წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბრალდება თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე შეთითხნილია და ნათლად მიუთითებს საქმის პოლიტიკურ მდგენელზე", — წერს ფორმულა.
- აცხადებენ, რომ ზიანის ანაზღაურება დავით კეზერაშვილს დაეკისრა საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა.
ფორმულაში ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან — "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს".
- "ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა", — ნათქვამია განცხადებაში.
- განმარტავენ, რომ ჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მთავარი საერთაშორისო პარტნიორების აღქმა ერთმნიშვნელოვანია — სასამართლოს კრიტიკული მედიის შესავიწროებლად იყენებენ.
- "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ გუშინ, 20 მარტს გავრცელებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებისა და მისი თავისუფალ მედიაზე გავლენის შესახებ ვკითხულობთ", — წერს ტელეკომპანია.
ტელეკომპანია ფორმულაში ამბობენ, რომ სამართლებრივი პროცედურების პარალელურად აგრძელებენ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის.
- "გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ გამორჩეულად რთულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინ აღვუდგეთ სახელისუფლებო პროპაგანდას, ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისა და დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის ტენდენციებს", — ნათქვამია განცხადებაში.
- მათი განცხადებით, ზეწოლის მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით ხელისუფლება ხელს ვერ ააღებინებ იმაზე, რაც საკუთარ მისიად მიაჩნიათ — წვლილი შეიტანონ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვაში, მოქალაქეების სანდო, გადამოწმებული ინფორმაციით მომარაგების გზით.
- ტელეკომპანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
კომენტარები