ნინო წილოსანი

21 Mar. 2023, 19:55

რაც შეეხება კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობთ, რომ თუნდაც მის ეთერში რომელიმე ჩვენი კოლეგა ზის, ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ზოგადად, ყოფილი პატიმრების ან მსჯავრდადებულების რესოციალიზაციის წინააღმდეგი ხართ. ამით შეურაცხყოფას აყენებთ ყველა ადამიანს აბსოლუტურად, რომელსაც ოდნავ მაინც კი სასამართლოს რაღაცა გადაწყვეტილება მიუღია და თურმე შემდეგ ეს ადამიანები უნდა მოგლიჯოთ საერთოდ საზოგადოებას და თურმე ეს ადამიანები ფაშისტურად უნდა გარიყოთ სოციუმიდან, რომელსაც არ ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქალზე ძალადობს აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი.

ასე უპასუხა ნინო წილოსანმა ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც თქვა, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი და დადასტურებულია, რომ ის თავის თანამშრომელს სექსუალურად ავიწროებდა, ქართული ოცნების გუნდი კი მასთან თანამშრომლობს და ტელევიზიის ეთერში ზის. ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ამის შემდეგ ვერ იჯერებს, რომ მმართველ პარტიას ქალთა უფლებები აწუხებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით

მოკლედ: საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია, ქართული…