პროპაგანდისტული განცხადებები ასლან ბჟანიამ პარტიის ყრილობაზე გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მმართველი გუნდის რიტორიკის მსგავსად, ბჟანია ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს, დაამხოს მოქმედი ხელისუფლება და გახსნას "მეორე ფრონტი" ქვეყანაში.

  • ამავე კონტექსტში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი მორიგჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ისინი ოპოზიციის ამ მცდელობას ეწინააღმდეგებიან.

დეტალები: ბჟანია ირწმუნება, რომ ოკუპანტი რუსეთი იძულებულია, ჩაატაროს "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", ამ დროს კი მთელი ევროპა და აშშ მის წინააღმდეგ გამოდის.

  • "ამ ფონზე იმავე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს", — თქვა მან.
  • ამ პირობებში დე ფაქტო ლიდერი გამოსავალს რუსეთთან ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაში ხედავს.