ტურნე, რომელსაც ტეილორ სვიფტის ფანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, მომღერალმა ცოტა ხნის წინ დაიწყო. კონცერტზე ტეილორმა 44 სიმღერა შეასრულა, რასაც 3 საათზე მეტი დასჭირდა, თუმცა ეს ერთადერთი რამ არ არის, რითაც მომღერლის ფანები აღფრთოვანებულები არიან. ტეილორ სვიფტმა სცენაზე "გაცურა", რისი კადრების სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას ტეილორ სვიფტი სცენაში ისე ჩახტა, როგორც საცურაო აუზში. ამის შემდეგ კი, ვიზუალური ეფექტების დახმარებით, მაყურებელმა იხილა, თუ როგორც "ცურავდა" მომღერალი, რომელიც ბოლოს სცენის მეორე მხარეს გამოჩნდა და გზა ხელოვნური ღრუბლებისკენ გააგრძელა. სანახაობით მოხიბლული ფანები სოციალურ ქსელებში ემოციებს ვერ მალავენ.

@awkwatree The most impressive moment from @taylorswift ‘s #theerastour ♬ original sound - Awkwatree

"ისევ ვერ ვიჯერებ, რომ გუშინ ღამით ტეილორ სვიფტმა სცენაზე გაცურა", — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი. "როგორ "გაცურა" ტეილორმა ასე, ახლა ხომ კარგადაა?", — ვკითხულობთ კომენტარებში. ზოგი მაყურებელი მაშინვე მიხვდა, რომ "გაცურვა" ვიზუალური ეფექტების დამსახურება იყო, თუმცა სანახაობით მაინც აღფრთოვანებულები იყვნენ.

ტეილორის ფანები უკვე ორი დღეა, სხვადასხვა მხრიდან გადაღებულ "გაცურვის" მომენტს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. ფაქტია, რომ მომღერალს ინტერნეტის გაოცება კარგად გამოუვიდა.