თიბისი ლიზინგმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა
თიბისი ლიზინგმა თიბისი კაპიტალის დახმარებით100 მილიონი ლარის 3 წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც ამ ეტაპზე 80 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ მოცულობას კი კომპანია წლის განმავლობაში, დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების მიხედვით, გამოიყენებს. აღნიშნული ობლიგაციები სალიზინგო პორტფელით იქნება უზრუნველყოფილი.
გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3.0%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული.
თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch ის მიერ BB-სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.
თიბისი ლიზინგი ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი უკვე არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის მიმართავს.
აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-8 ერთობლივი განთავსებაა.
ობლიგაციებში ინვესტირება ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა და საპენსიო ფონდმაც განახორციელეს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შეძენილი რიგით მე-2 ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.
"მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის კიდევ ერთი წარმატებული საჯარო განთავსება განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა რაც, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. ერთი მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინანსება.
მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობაზე", — ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
"თიბისი კაპიტალის ჩართულობით თიბისი ლიზინგის მიერ განთავსებული რიგით მე-8 ემისია ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, ვინაიდან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით, ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ბანკიდან.
ასევე, ლიზინგის პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შემთხვევაში, ინვესტორი უფრო დაცულია ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ასევე, მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოს, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, ინვესტიციების დივერსიფიკაციაში უკვე მეორედ შევუწყვეთ ხელი", — მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები