ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პაპუაშვილმა დღეს სტუდენტებს პოლიტიკურად ანგაჟირებული 1 000-ლარიანი ახალგაზრდები უწოდა და მაგალითად ირაკლი კობახიძის ლექცია მოიყვანა, სადაც მათ პროტესტი გამოხატეს.

  • "პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინირებით არის მცდელობა, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ", — თქვა მან.

ზურაბიშვილი პაპუაშვილის განცხადებას სრულიად მიუღებელს უწოდებს და პარლამენტის თავმდჯომარეს აკრიტიკებს.

  • "შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს".
  • პრეზიდენტის თქმით, ასეთი შეფასებები, შესაძლო, მხოლოდ დაძაბულობას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას.
  • "...რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე", — წერს ის.