ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სხვა თემებთან ერთად 5 ივლისის ძალადობაზე და ორგანიზატორების დაუსჯელობაზეცაა საუბარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა.

  • დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

  • "მთავრობის მარცხმა, არ გამოეძია და დაესაჯა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორები პრაიდის მარშის წინააღმდეგ, ამ ბოროტმოქმედების დაუსჯელობა გამოიწვია", — ნათქვამია ანგარიშში.