აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ Gzavnili.com შეიძინა
აჭარა ჯგუფის ჰოლდინგში შემავალმა ჯგუფმა მერკურიმ, რომელიც ბრენდების — VELI.store, სქროლი და ქარი მფლობელია, კომპანია Gzavnili.com შეიძინა.
სქროლი და ქარი უკვე არაერთი წელია მომხმარებელს ისეთ ტრანსპორტს სთავაზობს, რომელიც მას დატვირთულ ქალაქში გადაადგილებას გაუადვილებს და ამით დროის დაზოგვაში დაეხმარება. ამ რესურსის გამოთავისუფლების მიზნით შეიქმნა საქართველოში წამყვანი ელ.კომერციის პლატფორმაც — VELI.store. ის 30 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საჭირო ნივთი ონლაინ შეიძინოს, შეკვეთა მისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიიღოს და ამით დრო დაზოგოს.
კომპანია გზავნილი 12 წელია ოპერირებს და მის მთავარ მისიას, აშშ-დან საქართველოში ტვირთებისა და ამანათების ტრანსპორტირებას, წარმატებით ახორციელებს. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ არსებული საქმიანობის გარდა, Gzavnili.com სრულფასოვანი ლოჯისტიკური ცენტრი გახდება.
"მერკურის ეკოსისტემის ტექნოლოგიური განვითარებისთვის Gzavnili.com-ის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიას აშშ-დან ამანათების ტრანსპორტირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს. Gzavnili.com-ის უპირატესობა არის ის, რომ კომპანიას აშშ-ში კარგად აწყობილი საოპერაციო სისტემა აქვს - ტვირთები და ამანათები გზავნილის კუთვნილი ტრანსპორტით გროვდება და მათი საქართველოში ტრანსპორტირების ფასიც ბაზარზე ყველაზე დაბალია. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ Gzavnili.com-ის არსებული ინფრასტრუქტურა და ის, ჩვენი რესურსების გამოყენებით, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ", — აღნიშნავს არჩილ კახიძე, მერკური ჯგუფის თანადამფუძნებელი.
VELI.store საკუთარი საწყობითა და ავტომობილებით ოპერირებს, რაც მომხმარებლისთვის სასურველ დროის ინტერვალში მიწოდებას შესაძლებელს ხდის. თბილისში შენაძენის მიწოდებას, საშუალოდ 3 საათი სჭირდება. ამ სისტემის გამოყენებით მომხმარებელი Gzavnili.com-ის ამანათებსაც ბევრად სწრაფად მიიღებს.
Gzavnili.com პროდუქციის იმპორტშიც შეიტანს წვლილს, რაც ველის ვებგვერდზე განთავსებულ ასორტიმენტს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ხელმისაწვდომს გახდის.
"Gzavnili.com-ისთვის სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, როგორც საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო გადაზიდვების შეთავაზებას, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამანათების გამოგზავნის სერვისის დამატებას. დაგროვილი გამოცდილებით და გამართული საოპერაციო მოდელით, აუცილებლად გავალთ მეზობელ ქვეყნებში, რათა მომხმარებელს ახალი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ", — ამბობს ჯუღა სიხარულიძე, Gzavnili.com-ის დირექტორი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები