ბრიტანული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს. როლს-როისმა ბრიტანეთის მთავრობისგან მთვარის ბაზაზე ბირთვული რეაქტორის აშენების ნებართვა მიიღო.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს კოსმოსურმა სააგენტომ (UKSA) არჩევანი როლს-როისზე გააკეთა.

როლს-როისის მეცნიერები და ინჟინრები ავითარებენ კვლევით პროგრამას, რასაც ისინი უწოდებენ "მიკრორეაქტორს". ეს მინიატურული რეაქტორი იქნება და როგორც აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერაა აღწერილი, დანადგარი მთვარის ბაზას ენერგიით უზრუნველყოფს.

"დიდი ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ 2,9 მილიონი ფუნტის დაფინანსება გამოჰყო. ამით მთვარის მოდულური ბირთვლი რეაქტორის საწყის დემონსტრირებას მოახდენენ", — ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი გაერთიანებული სამეფოს მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში აღნიშნავს, რომ ეს ინვესტიცია NASA-ს მოახლოებულ არტემისის მთვარის მისიებს პასუხობს. ჩვენ ვიცით, რომ არტემისის მისიის ფარგლებში ადამიანები მთვარეზე 50 წლის შემდეგ ბრუნდებიან. სწორედ ამასთან იქნება დაკავშირებული ბირთვული რეაქტორი, რომელიც მთვარის ბაზაზე იქნება.

ეს ყველაფერი ბრიტანელების, ამერიკელებისა და ავსტალიელების თანამშრომლობით მოხდება.

თუმცა, სულ ეს არ არის. როგორც Naval News კვირის დასაწყისში იტყობინებოდა, ბრიტანული ავტომწარმოებლის წყალქვეშა განყოფილება, რომელიც ქვეყანას მისი საზღვაო საჭიროებების უმეტესობას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკმაყოფილებს, შეიმუშავებს ბირთვულ რეაქტორებს წყალქვეშა გემებისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.