კოალიცია საგამოძიებოს მოუწოდებს TV პირველის ჟურნალისტი და მისი შვილები დაიცვას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ორგანიზაციის განცხადებით, ნატო გოგელიას მიმართ არაერთი მუქარა დაფიქსირდა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 15 მარტს TV პირველის ჟურნალისტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ტელეფონი წაართვეს და დაუზიანეს.
- არხის ინფორმაციით, თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძეა და ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც 14 მარტს, ზურაბ მორგოშიასთან და სხვა პრორუს მოძალადეებთან ერთად პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა.
- 17 მარტს საგამოძიებო სამსახურმა გოგელიაზე თავდამსხმელი პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა.
ჟურნალისტის თქმით, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია სოციალურ ქსელებში.
- "ის, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეების და პუტინის მეხოტბეებისთვის ყველაფერი "გაპრავებულია" ესეც ფაქტია, მაგრამ ზღვარი მართლა არაფერში გაქვთ? [...] დადეთ ერთი კადრი, სადაც ვინმეს ზედმეტი ვაკადრე! დადეთ ერთი კადრი, სადაც ჟურნალისტური ეთიკა დავარღვიე!
- ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს რომ თმის ღერი ჩამოუვარდეს, ალბათ, ხვდებით, რომ უკან არაფერზე დავიხევ", — წერს გოგელია.
დეტალები: კოალიცია ითხოვს, სახელმწიფომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ჟურნალისტზე მუქარის ფაქტებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღსაკვეთად.
- მედიის ადვოკატირების კოალიცია საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ჟურნალისტის და მისი არასრულწლოვანი შვილების უფლებების შელახვის ფაქტები, მიანიჭოს მათ სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი და გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.
- "ჟურნალისტისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები", — ნათქვამია განცხადებაში.
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები