ეს მირიან ოქროპირიძის დედამ და ცოლმა, დიმიტრი ხუნდაძის შვილმა TV პირველს დაუდასტურეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის აშშ-ში უდაბნოს გავლით გადაიპარა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსული დეპუტატი და ანტიდასავლური მოძრაობის, ხალხის ძალის წევრია. სწორედ მათ დააინიცირეს რუსული კანონი, რომლის გაწვევა და ჩაგდებაც მოუწიათ.

  • ხუნდაძე ღიად ესხმის თავს და აკრიტიკებს აშშ-ს — მაგალითად, ამბობს, რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად "ყველაფერს იკადრებს".
  • ხუნდაძის სიძე, მირიან ოქროპირიძე კი საჯარო მოხელე იყო და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.

დეტალები: დეპუტატის შვილი, თინა ხუნდაძე ამბობს, რომ მისი ქმარს ვიზა არ ჰქონია და ზუსტად არ იცის, როგორ წავიდა აშშ-ში.

  • აღნიშნავს, რომ ეს ოქროპირიძის პირადი გადაწყვეტილება იყო და ისიც, მამამისიც და ოჯახიც ამით ძალიან უკმაყოფილო არიან.
  • "მას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ დაეტოვებინა საკმაოდ სოლიდური თანამდებობა და წასულიყო ამერიკაში", — აცხადებს თინა ხუნდაძე.
  • ოქროპირიძის დედა ამბობს, რომ ის წასვლას ადრეც აპირებდა, მაგრამ ახლა ყველასთვის მოულოდნელი იყო.
  • "ჩვენ არ გვინდოდა, რომ წასულიყო. თვითონ გადაწყვიტა ასე, უნდოდა, რომ წასულიყო", — ეუბნება დედა ჟურნალისტს.
  • TV პირველის ინფორმაციით, ხუნდაძის სიძეს სამსახურში პრობლემები ჰქონდა და ხე-ტყის მასალების უკანონო ვაჭრობის სავარაუდო მფარველობაში ამხილეს.
  • დედა და ცოლი ამბობენ, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.