ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტი და უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა, საზღვაო გზით ყოველთვიურად 5-დან 6 მილიონ ტონამდე სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტს ახორციელებდა, სანამ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინის პორტები არ დაბლოკა.

  • უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შემცირებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათის ფასების გლობალურ კრიზისში.
  • 2022 წლის 22 ივლისის, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რუსეთმა და უკრაინამ, თურქეთის და გაეროს ჩართულობით ხელი მოაწერეს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას.
  • რუსეთის მუქარების შემდეგ ივლისის შეთანხმებამ შექმნა საზღვაო სატრანზიტო დერეფანი სურსათის გლობალური დეფიციტის შესამსუბუქებლად.
  • მაშინდელ ხელშეკრულებას ვადა 19 ნოემბერს გაუვიდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ის 120 დღით გაახანგრძლივეს.

დეტალები: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განმარტა, რომ რუსეთ-უკრაინასთან მუშაობით ისევ მიაღწიეს შეთანხმებას და გააგრძელეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 19 მარტს ეწურებოდა.

  • "ეს ნიშნავს, რომ უკრაინა აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს სამი ღრმა ზღვის პორტით. კერძოდ, პირველი აგვისტოდან დღემდე გავგზავნეთ 25 მილიონი ტონა მსოფლიოს საჭიროებისთვის", — განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
  • მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა თურქეთში ინსპექტირების დაჩქარებაა და ამ პროცესს რუსული მხარე დიდი ხანი აჭიანურებდა.
  • "ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მუშაობას მიკოლაივის რეგიონის პორტების მარცვლეულის ინიციატივაში ჩართვაზე და ტვირთების ასორტიმენტის გაფართოებაზე", — აღნიშნა მან.