ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, ანუ ზედა ზღვარი 15 თებერვლიდან ამოქმედდა.

  • ცვლილება შეეხო ყველა კომპანიას, იმპორტიორს, დისტრიბუტორს თუ საცალო მოვაჭრეს.
  • ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ და იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან.

დეტალები: 18 მარტიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

  • უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.
  • მათივე განმარტებით, ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.
  • მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რასაც სამინისტრო ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესის დაზღვევით ხსნის.
  • მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.