რატომ არის მნიშვნელოვანი: მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სამივე შემთხვევა ძაღლებზე ლაბორატორიულად არის დადასტურებული.

  • ამბროლაურში გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

დეტალები: როგორც მუნიციპალიტეტში ამბობენ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლებს ოზურგეთის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ.

  • ამიტომ, 18 მარტს არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.