ოფიციალური პირების ცნობით, სი ძინპინი მომავალ კვირას მოსკოვში გაემგზავრება, რათა მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კრემლში აცხადებენ, რომ ჩინეთთან მოლაპარაკებისას ყოვლისმომცველ პარტნიორობისა და სტრატეგიულ თანამშრომლობას განიხილავენ.

  • რამდენიმე კვირის წინ, ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მშვიდობის საკუთარი ფორმულა წარადგინა, რასაც რუსეთში თბილად შეხვდნენ.
  • ასევე, დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ პეკინს, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას შედეგი მოჰყვება.

დეტალები: ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია რუსეთში მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

  • ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჩინეთი დაიცავს "ობიექტურ და სამართლიან პოზიციას" უკრაინის ომთან დაკავშირებით და "კონსტრუქციულ როლს შეასრულებს მშვიდობისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობაში".
  • პოლიტოლოგების შეფასებით, ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტი მოსკოვის მიმართ პეკინის მტკიცე მხარდაჭერაზე მიუთითებს.