პუტინის ბოლო მოგზაურობები — სად შეიძლებოდა ძებნილი პრეზიდენტის დაკავება
დღეს ცნობილი გახდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტზე და რუსეთში ბავშვთა უფლების კომისარზე დაკავების ორდერები გასცა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორდერს საფუძვლად უდევს უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი.
- სასამართლო ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს.
- "ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში", — ნათქვამია განცხადებაში.
პუტინის მოგზაურობები: თავად ICC ვერ დააპატიმრებს ვლადიმერ პუტინს — ეს იმ ქვეყნების გადასაწყვეტია, რომლებმაც ხელი მოაწერეს სასამართლოსთან შეთანხმებას, რომის სტატუტს.
- მათ შორის 123 სახელმწიფოა.
- პუტინი წინა წლის ივნისში ტაჯიკეთს და თურქმენეთს ეწვია, ივლისში — ირანს, სექტემბერში — უზბეკეთს, ოქტომბერში — ყაზახეთს, ნოემბერში — სომხეთს, დეკემბერში კი — ყირგიზეთს და ბელარუსს.
- ტექნიკურად, ომის დაწყების შემდეგ პუტინის დაპატიმრება ტაჯიკეთში შეიძლებოდა, რადგან მხოლოდ ტაჯიკეთია სასამართლოს წესდების მხარე.
-
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა ქვეყანა, რომელსაც პუტინი სტუმრობდა, არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სრული ან ასოცირებული წევრი, სადაც რუსეთის გავლენა კვლავ დიდია.
დეტალები: ჯონათან ლიდერ მეინარდი, ლონდონის კინგს კოლეჯის საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სასამართლოს გადაწყვეტილებამ პუტინი დიდად შეაშფოთოს.
- "ICC ეყრდნობა მთავრობების თანამშრომლობას ხალხის რეალურად დასაპატიმრებლად და რუსეთის მთავრობა აშკარად არ აპირებს ამ კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ის არც რომის სტატუტის ხელმომწერია", — განაცხადა მან.
- თუმცა, პოლიტოლოგის შეფასებით, ამან შესაძლოა პუტინს შემდგომი გართულებები შეუქმნას, როცა მსოფლიოში გადაადგილებას მოისურვებს ან მისი ხელისუფლება შეიცვლება.
- პუტინს გაუჭირდება მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ICC-თან არიან კავშირში.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები