ამის შესახებ თბილისის მერმა Facebook Live-ში განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მეტროსადგურის გახსნას მოსახლეობა სამ წელზე მეტია ელოდება.

  • რამდენჯერმე დაანონსდა და გადაიდო სადგურ გოცირიძის გახსნის თარიღი.

დეტალები: ზაზა შარკოვის, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, სადგურის რეაბილიტაციისას საჭირო გახდა ორი მომწოდებლის გამოცვლა, რადგან სამუშაოები ხარისხიანად და დროულად ვერ სრულდებოდა.

  • თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ახლა სადგურზე სასიამოვნო და კარგი გარემოა.
  • "უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული [გახსნა] და ძალიან დიდი ხანი მოვუნდით გაკეთებას", — განაცხადა კალაძემ.
  • მერიის ცნობით, გარდა ინტერიერის და ექსტერიერის ცვლილებისა, სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
  • პროექტის ბიუჯეტმა 4.7 მილიონი ლარი შეადგინა.