Politico-ს მოპოვებული საბაჟო მასალები აჩვენებს, რომ ჩინური თავდასხმის შაშხანები რუსეთში იგზავნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში განაცხადეს, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთის სამხედროებისთვის იარაღის გაგზავნას.

  • მათი შეფასებით, ამან შეიძლება ბრძოლის მიმდინარეობა რუსეთის სასარგებლოდ შეცვალოს, რადგან მათ უპირობოთ სჭირდებათ საბრძოლო აღჭურვილობის მარაგი.
  • მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო მონაცემები არ აჩვენებს, რომ პეკინი მოსკოვს ომში დასახმარებლად დიდი რაოდენობით იარაღს გადასცემს, იგი ცხადყოფს, რომ ჩინეთი რუსულ კომპანიებს აწვდის ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობას, რომლის გამოყენება ბრძოლის ველზეც შეიძლება.

დეტალები: შაშხანები და ჯავშანი და თვითმფრინავის ნაწილები რუსეთში თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების გავლით იგზავნება.

  • საბაჟო აგრეგატორის, Import Genius-ის მოწოდებული მონაცემების მიხედვით, გადაზიდვები 2022 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა.
  • გამოცემა ირწმუნება, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსებს ასევე სხვა აღჭურვილობებიც გადასცეს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.