ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პენ ცენტრის სახელით, ამ თხოვნით იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის მიმართეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ელისო ბოლქვაძე, რომელიც დეპუტატი 2020 წლიდანაა და ყოველდღიურად წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს, "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

  • აღნიშნავენ, რომ ეს კანონი მიზნად ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტის შექმნას, მედიის და არასამთავრობო სექტორის დევნასა და თავისუფალი აზრის ჩახშობის დაკანონებას ისახავდა. ასევე, სრულ წინააღმდეგობაში იყო საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.
  • "7 მარტს მან პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა ამ კანონპროექტს და ასე უღალატა სამშობლოს, თავის ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სხვადასხვა წლებში საკუთარ თავზე გამოუცდია რუსული აგრესია".
  • "დღეს, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია".

დეტალები: მწერლები და გამომცემლები საუბრობენ იმაზეც, რომ გადაწყვეტილებას თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოჰყვა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში არაერთი მოქალაქე დაზარალდა.

  • ელისო ბოლქვაძეს კი კანონპროექტის წინააღმდეგ არც მაშინ მიუცია ხმა, როდესაც უმრავლესობას მისი ჩაგდება მოუწია.
  • "მიგვაჩნია, რომ ელისო ბოლქვაძე, როგორც პოლიტიკოსი და ხელოვანი არ იმსახურებს იუნესკოს მშვიდობის ელჩის (Artist for Peace) სტატუსს, რომელსაც ის 2015 იუნესკოს ეგიდით წლიდან ატარებს".
  • "ღრმად გვწამს, რომ ამ როლში მისი მიზანი მსოფლიო მოსახლეობის მშვიდობიან, ცივილიზებულ თანაარსებობაზე ზრუნვა უნდა იყოს, რასაც სრულიად ეწინააღმდეგება მისი პოლიტიკური საქმიანობა".

ხელმომწერები არიან:

  1. ივა ფეზუაშვილი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, მწერალი
  2. ტორესა მოსი, მწერალი;
  3. გვანცა ჯობავა, გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი;
  4. თინათინ ბერიაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
  5. ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი;
  6. ლაშა ბუღაძე, მწერალი;
  7. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი;
  8. რატი ამაღლობელი, პოეტი;
  9. ლელა კურტანიძე, პოეტი;
  10. კოკა ქამუშაძე, მწერალი;
  11. ლევან ბერძენიშვილი, მწერალი;
  12. სოფო კუბლაშვილი, მწერალი;
  13. მარი ბექაური, მწერალი;;
  14. დალილა გოგია, მთარგმნელი;
  15. ნინო კიკნაძე, კულტურის მენეჯერი;
  16. ნუკა ღამბაშიძე, საავტორო უფლებების მენეჯერი;
  17. მაკა კასრაძე, გამომცემელი;
  18. მაშო სამადაშვილი, კულტურის მენეჯერი;
  19. რუსუდან რუხაძე, მწერალი;
  20. ნინია ნადირაძე, პოეტი;
  21. რატი მუჯირი, მწერალი;
  22. ნინა სურამელაშვილი, მწერალი;
  23. ზურა პაპიაშვილი, მწერალი;
  24. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი;
  25. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურის კრიტიკოსი;
  26. გიორგი ხარაიშვილი, მწერალი;
  27. თამარ ფოლადაშვილი, მწერალი;
  28. შოთა იათაშვილი, მწერალი;
  29. მარიამ კიკაჩეიშვილი, წიგნის გამავრცელებელი;
  30. გიორგი ჯინჭარაძე, ილუსტრატორი;
  31. ქეთევან ყანჩაშვილი, მთარგმნელი;
  32. მაია დანელია, ლიტერატურის მენეჯერი;
  33. ზურა აბაშიძე, მწერალი;
  34. ნათია გიორგაძე, პოეტი;
  35. ნატო გორდელაძე, გამომცემელი;
  36. რეზო გეთიაშვილი, პოეტი;
  37. ლელა კოდალაშვილი, მწერალი;
  38. მაიკო კუდავა, გამომცემელი;
  39. ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი;
  40. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე), პოეტი;
  41. ვასო გულეური, მწერალი;
  42. თამარ კორკოტაშვილი, პოეტი;
  43. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი;
  44. მარიამ ჯანელიძე, ჟურნალისტი;
  45. თორნიკე ჭელიძე, მწერალი;
  46. თორნიკე სიბაშვილი, პოეტი;
  47. ანი მილაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობის მენეჯერი;
  48. ლელა სამნიაშვილი, პოეტი;
  49. პაატა შამუგია, პოეტი;
  50. დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი;
  51. ნანუკა სულაძე, ლიტერატურის მენეჯერი;
  52. ნატალია ბუკია-პეტერს, მთარგმნელი;
  53. ნანა აბულაძე, მწერალი;
  54. გიო ლომიძე, მწერალი;
  55. თინათინ მამულაშვილი, გამომცემელი;
  56. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი;
  57. სოფო შამანიდი, მთარგმნელი;
  58. ლანა კალანდია, მთარგმნელი;
  59. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი;
  60. ლელა შუბითიძე, ლიტერატურის მენეჯერი;
  61. ნიკა ჩერქეზიშვილი, პოეტი;
  62. ირაკლი ლომოური, მწერალი;
  63. გიორგი შონია, პოეტი;
  64. თემო რეხვიაშვილი, მწერალი;
  65. მედეა იმერლიშვილი, მწერალი;
  66. ნათია მიქელაძე, მთარგმნელი;
  67. თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი
  68. მალხაზ ხარბედია, მწერალი, ლიტერატურის თეორეტიკოსი;
  69. ალეკო შუღლაძე, მწერალი;
  70. გიორგი მაისურაძე, მწერალი;
  71. მიხეილ ნერგაძე, მწერალი;
  72. ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი;
  73. ოთარ ჯირკვალიშვილი, პოეტი;
  74. დიანა ანფიმიადი, პოეტი;
  75. ლექსო დორეული, ჟურნალ არილის რედაქტორი;
  76. თათია ნადარეიშვილი, მწერალი-ილუსტრატორი
  77. ელენე ჯაფარიძე, მწერალი;
  78. დათო სამნიაშვილი, მწერალი;
  79. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი;
  80. მარინე ცხადაია, გამომცემელი;
  81. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი;
  82. თამთა მელაშვილი, მწერალი;
  83. ლუკა ბაქანიძე, მწერალი;
  84. ბესო ხვედელიძე, მწერალი;
  85. მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი;
  86. ბათუ დანელია, პოეტი;
  87. ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი;
  88. მაია ალუდაური, რედაქტორი;
  89. თინა ასათიანი, გამომცემელი;
  90. სალომე მაღლაკელიძე, ლიტერატურის მენეჯერი;
  91. თეკლა ქველაძე, ლიტერატურის მენეჯერი;
  92. გია გოკიელი, მთარგმნელი;
  93. შორენა ლებანიძე, მწერალი;
  94. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
  95. გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი;
  96. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი;
  97. მაია ბადრიძე, მთარგმნელი;
  98. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი;
  99. თაკო ლონდარიძე, რედაქტორი;
  100. ლუკა გრიგოლია, მთარგმნელი;
  101. მარიამ ლორთქიფანიძე, კონტენტის სტრატეგი;
  102. მარიამ წიქარიძე, კურატორი;
  103. ნატალია ბუაჩიძე, ხელოვანი;
  104. მიხეილ ჩარკვიანი, თეატრის რეჟისორი;
  105. ელენე ფასური, ხელოვნების მენეჯერი, კურატორი;
  106. დავით ლეჟავა, ACT4culture;
  107. გიორგი ყოლბაია, ფოტოგრაფი;
  108. ეკა ტაბლიაშვილი, ილუსტრატორი;
  109. ქეთი მაჭავარიანი, კინორეჟისორი;
  110. ირინა გელაშვილი, პროდიუსერი;
  111. ირინა საყვარელიძე, შემოქმედებითი ლიდერ;
  112. ქეთევან ბარბაქაძე, შემოქმედებითი კონტენტის კრეატორი;
  113. მარიამ გურგენიშვილი, მწერალი;
  114. ნატალია ვაწაძე, ხელოვანი;
  115. ქეთევან ყიფიანი, პროდიუსერი;
  116. მარიამ ლორია, კურატორი;
  117. ნათია ფარჯანაძე, მსახიობი;
  118. ნუცა წიქარიძე, რეჟისორი;
  119. ლუიზა ჩალათაშვილი, ფოტოგრაფი;
  120. სოფო კირთაძე, ილუსტრატორი;
  121. ზურა მჭედლიშვილი, ილუსტრატორი;
  122. ია ნინოშვილი, ილუსტრატორი;
  123. ანა ბარჯაძე, რეჟისორი;
  124. ხათუნა ხაბულიანი, ხელოვნების ისტორიკოსი;
  125. გიგა დათიაშვილი, მსახიობი.