BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ვეტერანი ფოტოჟურნალისტი და თარჯიმანი მოკლეს.

ამერიკული რადიო NPR-ის ჟურნალისტი დევიდ გილკი და თარჯიმანი ზაბილუა ტამანა ავღანეთის არმიასთან ერთად მგზავრობდნენ, როდესაც მათ მანქანას ჭურვი მოხვდა. შემთხვევის შედეგად ასევე დაიღუპა ჯარისკაციც, რომელიც საჭეს მართავდა.

როგორც რადიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მანქანაში მყოფი მათი სხვა ორი თანამშრომელი უვნებლად გადარჩა.

ზაბულა ტამანა (მარცხნივ) და დევით გილკი

ზაბულა ტამანა (მარცხნივ) და დევით გილკი

ფოტო: Monika Evstatieva / NPR via AP

NPR-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, 2001 წლის ტერორისტული აქტის (9/11) შემდეგ, დევიდი ომსა და კონფლიქტებს აშუქებდა ერაყსა და ავღანეთში.

გილკი პირველი სამოქალაქო პირი და ჟურნალისტია, რომელიც ავღანეთის კონფლიქტში მოკლეს.

მას მრავალი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის 2007 წელს, ეროვნული ემი იმ ვიდეო კლიპებისთვის, რომელიც ერაყში მყოფ მიჩიგანელ საზღვაო ქვეითებს შეეხებოდა. 2011-ში კი თეთრის სახლის ფოტოგრაფების ასოციაციამ, დევიდ გილკი წლის ფოტოგრაფად აღიარა.