Open Air 2017-ის დაწყებამდე ერთი დღე დარჩა. გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები ფესტივალის განუყოფელი ნაწილია და ცხადია, Open Air-ზე ის საკმაოდ დიდი რაოდენობითა და არჩევანით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა იმ სასმელების სია და ფასები, რომელიც საფესტივალო ტერიტორიაზე გაიყიდება.

როგორც ხედავთ, არაალკოჰოლური სასმელების ფასები ორი ლარიდან ექვს ლარამდე მერყეობს, ჩამოსასხმელი ლუდი 4-5 ლარი ეღირება, კოქტეილების ფასები რვიდან თვრამეტ ლარამდეა გაწერილი, ქილის ლუდის ფასი 5-6 ლარი იქნება, სპირტიანი სასმელების კი ოთხიდან ცხრა ლარამდე იქნება.

ფესტივალის ტერიტორიაზე აკრძალულია სასმელის გარედან შეტანა.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ და საიდან უნდა მიხვიდეთ საფესტივალო ტერიტორიამდე, იხილეთ ჩვენი ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air სტარტს 16 ივნისს აიღებს და სამი დღის განმავლობაში, 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველი დღის ჰედლაინერი ცნობილი ბრიტანული ჯგუფი Anathema იქნება, 17-ში მთავარ სცენას Leningrad დაიკავებს, ხოლო ფესტივალს გრანდიოზულად დახურავს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი Archive, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოვა.