General Motors იყენებს Microsoft-თან არსებულ თანამშრომლობას და იკვლევს გზებს, თუ როგორ ჩართოს ChatGPT-ზე მომუშავე ასისტენტი თავის მანქანებში. ამაზე ინფორმაციას Reuters იტყობინება.

"ChatGPT იქნება ყველაფერში", — განუცხადა GM-ის ვიცე-პრეზიდენტმა სკოტ მილერმა Reuters-ს ინტერვიუში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტომწარმოებელი თავის ავტომობილებში ჩეთბოტის ჩაშენებას გეგმავს.

მარტივი ბრძანებების შესრულების გარდა, მილერის თქმით, AI-ს შეუძლია მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია მანქანის ფუნქციების გამოყენების შესახებ, დაკავშირდეს ავტოფარეხთან და სხვა.

მილერის თქმით, ხელოვნური ინტელექტისთვის ისეთი შეკითხვების დასმაც შეგეძლებათ, როგორიცაა ის თუ როგორ შევცვალოთ მანქანის საბურავები.

"ეს ცვლილება არ ეხება მხოლოდ ერთ შესაძლებლობას, როგორიცაა ხმოვანი ბრძანებების ევოლუცია, არამედ იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები ჭკვიან ტექნოლოგიებად მოგვევლინებიან", — განუცხადა GM-ის წარმომადგენელმა Reuters-ს.

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის ჩართვა, რომელსაც ისეთი ასისტენტის შეცვლა შეუძლია, როგორიცაა Apple-ის Siri, ბუნებრივია მოთხოვნადი იქნება. ექსპერტების აზრით, დროა ეს მსგავსი ჭკვიანი სისტემები ავტომობილების ინდუსტირებშიც დაინერგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.