ამაზე ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს დეპუტატებს წიგნი "ლუციფერის მხილება" დაურიგეს, რომელიც ანტიამერიკული და ანტისემიტური გზავნილებითაა გაჯერებული.

  • მასზე არაა მითითებული გამომცემლობა, ტირაჟის გარეშეა გამოშვებული და მაღალი პოლიგრაფიით არის დაბეჭდილი.
  • პრესსამსახურში ამბობენ, რომ კანცელარია არასდროს არიგებს წიგნებს და ის ავტორმა, ალექსანდრე ქოჩიაშვილმა თავად გაუგზავნა დეპუტატებს.

მდინარაძემ ამ საკითხს სპეკულაციას და ტყუილს უწოდებს ჟურნალისტებს მოუწებს, ნუ სპეკულირებენ.

  • ასევე, ამტკიცებს, რომ საკანონმდელო ორგანოში ყველას შეუძლიია მიიტანოს ნებისმიერი წიგნი, ჩანაწერი და კორესპონდენცია, რომელიც ადრესატებს გაეგზავნება.
  • "ამ ფორმალურ ფუნქციას ნუ გადააქცევთ ვიღაცის განზრახვად. ეს არის სპეკულაცია, ეს არის ტყუილი. ნებისმიერი რამ ცადეთ, შეიტანეთ კანცელარიაში და გამოგვიგზავნიან", — ირწმუნება ის.
  • ეს მაშინ, როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე თაბახის ფურცებლსა და ფორმატის ქაღალდზე დატანილი საპროტესტო წარწერები მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არ შეგვატანინეს და ჩამოგვართვეს.
  • ახლა კი მდინარაძე ამტკიცებს, რომ "თუ რაღაც ამანათი იქნა, რასაც უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც გადამოწმება სჭირდებოდეს და ვიღაცამ ვიღაცა მოწამლოს, იქ შეიძლება შეამოწმო".
  • ხოლო, იმ რეპლიკის პასუხად, რომ წიგნი ანტიამერიკულ გზავნილებს შეიცავს, ამბობს, რომ კორესპონდენციის შინაარში კანცელარიაში არ შედის.